"სენაკში ბუნებრივი აირის ტარიფის გაზრდას არ აქვს არანაირი წინაპირობა"

“სენაკში ბუნებრივი აირის ტარიფის გაზრდას არ აქვს არანაირი წინაპირობა”

ენერგეტიკის სამინისტრო შპს “გასკო პლუსის“ მიერ სენაკში მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის ტარიფის გაზრდას ეხმაურება.

ენერეგტიკის მინისტრის მოადგილის ირაკლი ხმალაძის განცხადებით ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება იმ სამართლებრივ სივრცეს, რის საფუძველზეც ეს კომპანია ოპერირებს ამ ქალაქში.

“სენაკში ტარიფების გაზრდას არ აქვს არანაირი წინაპირობა და კომპანიამ უნდა შეცვალოს ეს გადაწყვეტილება, არ უნდა მოხდეს მოსახლოებისთვის ბუნებრივი გაზის ტარიფის გაძვირება.

იმ შემთხვევაში თუ შ.პ.ს „გასკო პლუსი“ ამ გადაწყვეტილებას მაინც მიიღებს, ამას მოყვება ჩვენგან ადეკვატური რეაგირება.

შ.პ.ს „გაზკო პლუსს“ 2013 წელს აქვს გაფორმებული ხელშეკრულებები ენერგეტიკის სამინისტროსთან ბუნებრივი გაზის ტარიფის შემცირებაზე. ამ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების დარღვევით მოსახლეობისთვის ტარიფის ზრდის შემთხვევაში, კომპანიას დაერიცხება ხელშეკრულებებებით გათვალისწინებული ფინანასური სანქციები.“ – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრის მაოდგილემ ირაკლი ხმალაძემ.

Leave a Reply