Author Archives: energy

თითოეული კაშხალი წყალსაცავზე ათასჯერ დიდ ტერიტორიას იცავს წყალდიდობისგან

თბილისის 13 ივნისის წყალდიდობის შემდეგ, რომელმაც 23 ადამიანი იმსხვერპლა, გეოლოგები, მსგავსი სტიქიის პრევენციის მიზნით, მდინარე ვერეზე კაშხლის აგების აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ. მაშინდელი წყალდიდობის გამომწვევი მეწყრული ზონა დღესაც აქტიურია. სტერეოტიპს – „ადამიანი უძლურია სტიქიის წინაშე“ – პრაქტიკულად ანგრევს კაშხლების დანიშნულება, რომელთა მეშვეობით წყალდიდობების დროს ჭარბი ჰიდრორესურსის აკუმულირება ხდება წყალსაცავში და შედარებით მშრალ სეზონზე შესაძლებელია ამ რესურსის გამოყენება როგორც ელექტროენერგიის გენერაციისთვის, ისე სარწყავი ...

Read More »

„ენგურჰესზე“ სარემონტო – სარეაბილიტაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში წარიმართება, რათა შეზღუდულ ვადებში მოხდეს „ენგურჰესის“ დროული ამუშავება”

ჰიდროელექტროსადგური – „ენგურჰესი“ სარეაბილიტაციო – სარემონტო სამუშაოების მიზნით გაჩერდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დეტალური ინფორმაცია აღნიშნული მასშტაბური პროექტის მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის სახელმწიფო უწყებებისა და ენგურჰესის სარეაბილიტაციო – სარემონტო პროექტის განმახორციელებელი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან განიხილა. როგორც “ინტერპრესნიუსს” ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ხაზი გაესვა „ენგურჰესის“ მნიშვნელობას საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის. უწყების ცნობით, საქართველოს უმსხვილეს ჰიდროელექტროსადგურზე, რომელიც მე-20 საუკუნის ...

Read More »

20 იანვრიდან “ენგურჰესი” ჩერდება, როგორ გააგრძელებს მუშაობას “ვარდნილჰესი”

საქართველოში ყველაზე დიდი ჰესი სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის გამო 20 იანვრიდან 3 თვით გაჩერდება. რაც შეეხება „ვარდნილჰესს“, როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას, „ენგურჰესის“ დირექტორმა ლევან მებონიამ განაცხადა, ,,ვარდნილჰესი“ ამ პერიოდში მისი სრული სიმძლავრის მხოლოდ ოთხნახევარჯერ ნაკლები ელექტროენერგიის გამომუშავებას შეძლებს. ,,ენგურჰესის” გაჩერება უნდა მომხდარიყო თებერვალში, თუმცა რომ არ დაგვეკარგა უხვწყლიანი თვე, თარიღი გადმოვწიეთ და გეგმის მიხედვით 20 იანვრიდან 1-ლი მაისის ჩათვლით მოხდება სადერივაციო გვირაბის ...

Read More »

რიონის ხეობის სოფლებში ჰესების მშენებლობის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა აქციები გაიმართა

მდინარე რიონის ხეობის მოსახლეობამ აქციები გამართა. სოფელ ოფურჩხეთში მოსახლეობის ნაწილმა აქცია გამართა სახელწოდებით „არ გააჩერო ნამახვანჰესი“. მათი თქმით,ჰესის მშენებლობა უნდა გაგრძელდეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ჰესის მშენებლობის შემთხვევაში განვითარდება ინფრასტრუქტურა, ტურიზმი, შეიქმნება სამუშაო ადგილები და ემიგრანტები სამშობლოში დაბრუნდებიან. „ვითხოვთ მთავრობის მხარდაჭერას. გვინდა, განვითარებულ სოფლებში ცხოვრება. ჰესის მშენებლობის შემდეგ ადამიანები დასაქმდებიან და ეს ჩვენი იმედია. დაიხურა სკოლები და დაიცალა სოფლები მოსახლეობისგან. თუ ...

Read More »

ერაყსა და ჩინურ კომპანიას შორის ნავთობის 2 მილიარდიანი გარიგება დაიდო

ერაყმა ჩინურ კომპანიასთან ნავთობის მიწოდების რამდენიმე მილიარდიანი გარიგება დადო. უცნობია ჩინური კომპანიის დასახელება და მოაწერა თუ არა ხელი პრემიერ-მინისტრმა მუსტაფა ალ-კადიმმა გარიგებას, თუმცა Bloomberg-მა ჯერ კიდევ დეკემბერში გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ გამარჯვებული ZhenHua Oil Co., ჩინეთის თავდაცვის სისტემის კონტრაქტორის შვილობილი კომპანია გახდა. ხელშეკრულებამ ტრეიდერებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია, რადგან ის უახლესი ისტორიის განმავლობაში ყველაზე დიდი გარიგებაა, რომელიც ერაყს საშუალებას მისცემს, თავისუფლად გაყიდოს ნედლი ...

Read More »

რატომ გაიზარდა კომერციული დენის ტარიფი სამომხმარებლოზე 3-ჯერ მეტად?

2021 წლიდან საქართველოს ბიზნესსაც და მოსახლეობასაც ელექტროენერგიის ტარიფი გაეზარდათ, თუმცა, ბიზნესისთვის ტარიფის მატება ერთ კილოვატზე საშუალოდ 11-13 თეთრია, როდესაც მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ღირებულება 3.5 თეთრით გაძვირდა. შესაბამისად, ბიზნესისთვის ტარიფის ზრდა 3.5-ჯერ უფრო მაღალი იყო, ვიდრე მოსახლეობისთვის. სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ მოქალაქეებისთვის და ბიზნესებისთვის ტარიფების განსხვავებული ზომით ზრდა “ენგურჰესის” ელექტროენერგიას უკავშირდება. კერძოდ, სემეკის გადაწყვეტილებით, “ენგურჰესის” მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია, რომელიც უფრო ...

Read More »

დანიურმა კომპანია Ramboll-მა Nord Stream 2 პროექტი აშშ-ს სანქციების გამო დატოვა

გაზპრომის კიდევ ერთმა კონტრაქტორმა უარი თქვა Nord Stream 2-ის დასრულებაში მონაწილეობაზე. დანიურმა კომპანია Ramboll- მა პროექტი დატოვა აშშ-ს სანქციების ქვეშ მოქცევის რისკის გამო – აცხადებს გაზეთი Politiken. Nord Stream 2-ის ოფიციალურ ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ Ramboll იყო პროექტის გარემოსდაცვითი კონსულტანტი. კერძოდ, კომპანიამ განახორციელა გაზსადენის გარემოზე ზემოქმედების შესწავლა და წარადგინა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშები. გასულ ნოემბერს ნორვეგიული კომპანია Det Norske Veritas – ...

Read More »

ბელორუსი და რუსეთი ისევ “ნავთობის ომის” ზღვარზე არიან

ბელორუსსა და რუსეთს შორის კიდევ ერთი “ნავთობის კონფლიქტი” მწიფდება. მიზეზი 3,5 მილიარდი რუსული რუბლია (46,52 მილიონი აშშ დოლარი), რომლის მიღებასაც “გომელტრანსნეფტი დრუჟბა” ელოდება „ტრანსნეფტისგან“. ბელორუსული კომპანია მიიჩნევს, რომ ეს თანხა მისი “დანაკლისის შემოსავალია”. “გომელტრანსნეფტი დრუჟბამ” სწორედ აღნიშნული თანხა დაკარგა შემოსავლის სახით გასული წელს, რუსული ნავთობის ტრანზიტის მოცულობის შემცირების გამო, და კიდევ 2.5 მილიარდი – სატრანზიტო ტარიფის ზრდის გამო, რომელიც ბელორუსის ...

Read More »

“არ გვაქვს ფუფუნება, რომ უარი ვთქვათ ჰესებზე, რომლებიც გარემოს დიდ ზიანს არ აყენებენ”

“არ გვაქვს ფუფუნება, რომ უარი ვთქვათ ჰესებზე, რომლებიც გარემოს დიდ ზიანს არ აყენებენ” – გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში განაცხადა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ. მისი თქმით, ქვეყანას საკუთარი ენერგეტიკული ობიექტების განვითარება და ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა ესაჭიროება.მისი შეფასებით, იმ შემთხვევაში როდესაც ენერგეტიკული პროექტი გარემოზე მნიშვნელოვან ზეგავლენას არ ახდენს, მისი მშენებლობა არ უნდა შეჩერდეს. “აუცილებლად ჰესების მშენებლობა უნდა გაგრძელდეს საქართველოში, ოღონდ ...

Read More »

მურმან მარგველაშვილი: “გაზის იმპორტის მთავარი პირობა უნდა იყოს გამჭვირვალობა“.

საქართველო რუსული გაზის შესყიდვას განაგრძობს. კერძოდ, წელს “გაზპრომისგან” ქვეყანა 200 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს შეისყიდის, რაც მთლიანი მოხმარების 7%-ია. ამავე რაოდენობის ბუნებრივი აირი მიიღო ქვეყანამ გასულ წელსაც. ეკონომიკის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ბუნებრივი აირის ბალანსის დოკუმენტიდან ირკვევა, რომ წელს გაზის მოხმარება 186 მილიონი კუბურ მეტრით გაიზრდება და 2.7 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბებს. ქვეყანა ბუნებრივი აირის 92 %-ზე მეტს აზერბაიჯანიდან იღებს. ...

Read More »