დანიურმა კომპანია Ramboll-მა Nord Stream 2 პროექტი აშშ-ს სანქციების გამო დატოვა

გაზპრომის კიდევ ერთმა კონტრაქტორმა უარი თქვა Nord Stream 2-ის დასრულებაში მონაწილეობაზე. დანიურმა კომპანია Ramboll- მა პროექტი დატოვა აშშ-ს სანქციების ქვეშ მოქცევის რისკის გამო – აცხადებს გაზეთი Politiken.

Nord Stream 2-ის ოფიციალურ ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ Ramboll იყო პროექტის გარემოსდაცვითი კონსულტანტი. კერძოდ, კომპანიამ განახორციელა გაზსადენის გარემოზე ზემოქმედების შესწავლა და წარადგინა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშები.

გასულ ნოემბერს ნორვეგიული კომპანია Det Norske Veritas – Germanischer Lloyd (DNV GL)-მა, რომელიც მუშაობდა გაზსადენზე როგორც სერტიფიკატორი, ასევე დატოვა Nord Stream 2-ის პროექტი. კომპანიამ ჩათვალა, რომ მისი საქმიანობა, რომელიც Nord Stream 2-ის მომსახურე გემების შემოწმებას მოიცავდა, შეიძლება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ახალ შეზღუდვებში მოქცეულიყო.

Leave a Reply