Author Archives: energy

საქართველო შესაძლოა იშვიათი მეტალის ექსპორტიორი გახდეს

საქართველო შესაძლოა იშვიათი მეტალის ექსპორტიორი გახდეს

უახლოეს რამდენიმე წელში საქართველო შესაძლოა, ერთ-ერთი იშვიათი მეტალის ანთიმონითის ექსპორტიორი გახდეს. კომპანია “კავკასიის მინერალები”, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საბადოს, ზოფხითოს შესწავლა-მოპოვების ლიცენზიას ფლობს, წელს მეტალის სატესტო წარმოების დაწყებას გეგმავს. კომპანიის სამომავლო გეგმა კი მსოფლიო ბაზრისთვის საკუთარი პროდუქციის შეთავაზებაა. როგორც “კავკასიის მინერალების” ხელმძღვანელმა კახა კუჭავამ PALITRANEWS-ის გადაცემა “ბიზნესპერსონაში” განაცხადა, საბადოში რამდენიმე ასეული მილიონი ლარის ღირებულების ანთიმონითის მარაგები არსებობს. კომპანიის ხელმძღვანელი იმ ...

Read More »
იტაიპუს ჰიდროელექტროსადგურის გამომუშავებამ მსოფლიოში უდიდესი ჰესის გენერაციას გადააჭარბა

იტაიპუს ჰიდროელექტროსადგურის გამომუშავებამ მსოფლიოში უდიდესი ჰესის გენერაციას გადააჭარბა

2015 წელს, იტაიპუს ჰიდროელექტროსადგურმა უფრო მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავა, ვიდრე ჩინეთში მდებარე მსოფლიში ყველაზე დიდმა “სამი ხეობის” ჰესმა. იტაიპუს 14 000 მგვტ სიმძლავრის პროექტი მდინარე პარანაზე, ბრაზილია-პარაგვაის საზღვარზე მდებარეობს, რომელმაც 2015 წელს 89,2 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა და ეს მაჩვენებელი 2,6%-ით მეტია, ვიდრე 22 500 მგვტ-ის სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის გამომუშავება, რომელიც აშენებულია ჩინეთში, მდინარე იანძიზე. 2014 წლის შედეგები კი სრულიად განსხვავებული იყო, ...

Read More »
"ენერგეტიკის სამინისტროში ჩავარდნილი პროექტი არ არსებობს"

“ენერგეტიკის სამინისტროში ჩავარდნილი პროექტი არ არსებობს”

“არ არსებობს არცერთი ჩავარდნილი პროექტი ენერგეტიკის სამინისტროში” – აცხადებს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი.  ილია ელოშვილი ენერგეტიკის დარგში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების მიზეზებს ასახელებს. როგორც ელოშვილმა გადაცემაში “ბიზნესკონტაქტი” განაცხადა, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე გავლენა ლარის კურსმაც იქონია. ამასთან ელოშვილი მიზეზად იმასაც ასახელებს, რომ ყველაზე მსხვილ პროექტებს საფუძველი 2013 წელს ჩაეყარა, დღეს კი აღნიშნული პროექტები უკვე მშენებლობის ფაზაშია. “არ არსებობს არცერთი ჩავარდნილი ...

Read More »
თბილისი-თელეთის დასახლებაში გაზიფიცირების პროექტის განხორციელება დაიწყო

თბილისი-თელეთის დასახლებაში გაზიფიცირების პროექტის განხორციელება დაიწყო

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის ინიციატივით, თბილისი-თელეთის დასახლებაში გაზიფიცირების პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტს, რომელიც 100-ზე მეტ ოჯახს ბუნებრივი აირით უზრუნველყოფს, კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ასრულებს. გაზის ცენტრალური ქსელის მოსაწყობად 120 ათასი ლარი დაიხარჯება. ბექა ნაცვლიშვილის თქმით, გაზიფიცირების შემდეგ კრწანისის გამგეობა დასახლებაში წყალმომარაგების პრობლემის გადაჭრასა და გარე განათების მოწყობას გეგმავს. 2017 წლიდან კი თბილისი-თელეთის დასახლებაში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.

Read More »
წყალმომარაგების კომპანიებს წყალმომარაგების სისტემის განვითარების სამწლიანი გეგმის წარდგენა დაევალათ

წყალმომარაგების კომპანიებს წყალმომარაგების სისტემის განვითარების სამწლიანი გეგმის წარდგენა დაევალათ

წყალმომარაგების კომპანიებს წყალმომარაგების სისტემის განვითარების სამწლიანი გეგმის წარდგენა დაევალათ წყალმომარაგების კომპანიებს 2016 წლის 31 დეკემბრამდე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისა და განვითარების სამწლიანი გეგმის წარდგენა დაევალათ. „ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში საქმიანობის კონტროლისა და ლიცენზირების წესებში“ განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, წყალმომარაგების საქმიანობისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნისა და მომხმარებელთა სასმელი წყლის უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით, ...

Read More »
სოკარმა საწვავი გააიაფა

სოკარმა საწვავი გააიაფა

“სოკარ ჯორჯია პეტროლიუმმა“ ქსელში საწვავის ფასი 4-5 თეთრით შეამცირა. კომპანიის ცნობით, სუპერის მარკის ბენზინის ფასი 1,84 ლარიდან 1,79 ლარამდე შემცირდა. ნანო პრემიუმის ფასი – 1,65 ლარია, ევრო რეგულარის – 1.44 ლარი. ნანო რეგულარი -1.49 ლარი, ნანო დიზელი – 1,32 ლარი, ევრო დიზელი 1,55 ლარი ღირს. აღსანიშნავია, რომ შაბათ-კვირას პირველივე ლიტრიდან სოკარის ავტოგასამართ სადგურზე 15 თეთრიანი ფასდაკლებაც მოქმედებს. ყოველ დახარჯულ 25 ...

Read More »
"სამხრეთის გაზის დერეფანი" არის ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი პროექტი

“სამხრეთის გაზის დერეფანი” არის ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი პროექტი

“სახმრეთის გაზის დერეფნის” პროექტი, რომელიც ითვალისწინებს კასპიის რეგიონიდან გაზის მიწოდებას ევროპაში, არის თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ინფრასტრუქტურული პროექტი”, – განაცხადა ევროკომიის ვიცე-პრეზიდენტმა ენერგეტიკის საკითხებში მაროშ შევჩოვიჩმა. მისი თქმით, ევროკომისია 2016 წელს ელის პროექტის რეალიზაციის მნიშვნელოვან პროგრესს, ხოლო გაზის მოცულობების მიწოდება ევროპის ბაზარზე მოხდება 2020 წლისთვის. “სახმრეთის გაზის დერეფნი” არის ევროკიმისიისთვის პრიორიტეტული პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს 10 მლრდ კუბ.მ აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირებას საქართველო-თურქეთის ...

Read More »
ზუგდიდში სტადიონების მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

ზუგდიდში სტადიონების მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

ზუგდიდში უეფას სტანდარტების სტადიონების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ადმინისტრაციის ცნობით, პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 9,747 მლნ ლარია გამოყოფილი. 20 მილიონიანი პროექტი 2 სტადიონის მშენებლობას ითვალისწინებს. მთავარი სტადიონი გათვლილია 7200 მაყურებელზე, დამხმარე – 1224 მაყურებელზე.  სტადიონები და დამხმარე ინფრასტრუქტურა ჯამში, 6,5 ჰექტარ მიწის ფართობს დაიკავებს. წყარო: Gbc.ge

Read More »
მსოფლიოში უდიდესი ქვანახშირის მომპოვებელი კომპანია გაკოტრებულია

მსოფლიოში უდიდესი ქვანახშირის მომპოვებელი კომპანია გაკოტრებულია

მსოფლიოში უდიდესი ქვანახშირის მომპოვებელი კერძო კომპანია, Peabody Energy ბიზნესის შეწყვეტას აპირებს. გადაწყვეტილების მიზეზი ფინანსური ზარალია.   აღსანიშნავია, რომ კომპანიაში 7,600 თანამშრომელზე მეტია დასაქმებული. Peabody-მ გასულ წელს $2 მილიარდის, ორი წლის წინ კი $787 მილიონის ზარალი ნახა. შედეგად, კომპანიის აქციები 98%-ით შემცირდა. ვარდნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი აშშ-სა და ოკეანესგაღმა ქვეყნებში ქვანახშირზე მოთხოვნის შემცირება იყო. კომპანიას პრობლემები ეკოლოგიური თვალსაზრისითაც შეექმნა, როდესაც ობამას ...

Read More »
პომიდორი - მწვანე ენერგიის ახალი წყარო

პომიდორი – მწვანე ენერგიის ახალი წყარო

ამერიკელი მეცნიერები ფლორიდაში უპრეცენდენტო საპილოტე პროგრამაზე მუშაობენ, პომიდორისგან მწვანე ენერგიის გამომუშავებაზე. მათი აზრით, პომიდორი ენერგიის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ შეიძლება იქცეს. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მხოლოდ ფლორიდის შტატში პომიდვრის ნარჩენებისგან იმდენი ენერგიის გამომუშვება შეიძლება, რაც Disney World-ის კომპლექსს, თემატურ პარკს, გოლფის მოედნებსა და სავაჭრო ცენტრებს სამი თვის მანძილზე ეყოფა. აღსანიშნავია, რომ წლის განმავლობაში 396 000 ტონა პომიდორი ხვდება ნაგავსაყრელებზე, რაც გარემოს სერიოზულ ...

Read More »