"სამხრეთის გაზის დერეფანი" არის ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი პროექტი

“სამხრეთის გაზის დერეფანი” არის ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი პროექტი

“სახმრეთის გაზის დერეფნის” პროექტი, რომელიც ითვალისწინებს კასპიის რეგიონიდან გაზის მიწოდებას ევროპაში, არის თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ინფრასტრუქტურული პროექტი”, – განაცხადა ევროკომიის ვიცე-პრეზიდენტმა ენერგეტიკის საკითხებში მაროშ შევჩოვიჩმა.

მისი თქმით, ევროკომისია 2016 წელს ელის პროექტის რეალიზაციის მნიშვნელოვან პროგრესს, ხოლო გაზის მოცულობების მიწოდება ევროპის ბაზარზე მოხდება 2020 წლისთვის.

“სახმრეთის გაზის დერეფნი” არის ევროკიმისიისთვის პრიორიტეტული პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს 10 მლრდ კუბ.მ აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირებას საქართველო-თურქეთის გავლით ევროპის ბაზარზე.

საწყის ეტაპზე, პროექტის ძირითად წყაროდ განიხილება შაჰ_დენიზის ‬საბადოს ათვისების მეორე ფაზა, ხოლო შემდეგ შესაძლებელია სხვა წყაროების დაკავშირებაც.

შეგახსენებეთ, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში საქართველოში 2 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიცია ხორციელდება და ასევე, პროექტის დასრულების შემდეგ, ქვეყანას შესაძლებლობა ექნება მიიღოს ბუნებრივი გაზის დამატებითი მოცულობები.

წყარო: “ენერგოპლატფორმა”

Leave a Reply