სოკარმა საწვავი გააიაფა

სოკარმა საწვავი გააიაფა

“სოკარ ჯორჯია პეტროლიუმმა“ ქსელში საწვავის ფასი 4-5 თეთრით შეამცირა.

კომპანიის ცნობით, სუპერის მარკის ბენზინის ფასი 1,84 ლარიდან 1,79 ლარამდე შემცირდა. ნანო პრემიუმის ფასი – 1,65 ლარია, ევრო რეგულარის – 1.44 ლარი. ნანო რეგულარი -1.49 ლარი, ნანო დიზელი – 1,32 ლარი, ევრო დიზელი 1,55 ლარი ღირს.

აღსანიშნავია, რომ შაბათ-კვირას პირველივე ლიტრიდან სოკარის ავტოგასამართ სადგურზე 15 თეთრიანი ფასდაკლებაც მოქმედებს.

ყოველ დახარჯულ 25 ლარზე მყიდველს ასევე გადაეცემა 1 ბილეთი, რომელიც მას აძლევს შანსს  გაემგზავროს პარიზში და დაესწრო ევროპის ჩემპიონატის გახსნის, ან ფინალურ მატჩს.

Leave a Reply