მსოფლიოში უდიდესი ქვანახშირის მომპოვებელი კერძო კომპანია, Peabody Energy ბიზნესის შეწყვეტას აპირებს. გადაწყვეტილების მიზეზი ფინანსური ზარალია.
აღსანიშნავია, რომ კომპანიაში 7,600 თანამშრომელზე მეტია დასაქმებული. Peabody-მ გასულ წელს $2 მილიარდის, ორი წლის წინ კი $787 მილიონის ზარალი ნახა. შედეგად, კომპანიის აქციები 98%-ით შემცირდა. ვარდნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი აშშ-სა და ოკეანესგაღმა ქვეყნებში ქვანახშირზე მოთხოვნის შემცირება იყო. კომპანიას პრობლემები ეკოლოგიური თვალსაზრისითაც შეექმნა, როდესაც ობამას ადმინისტრაციამ სათბურის ეფექტის შესამცირებლად ახალი რეგულაციები აამოქმედა.
აღნიშნულ რეგულაციებს ინდუსტრიამ ქვანახშირის წინააღმდეგ წარმოებული ომი უწოდა. კიდევ ერთი პრობლემა Peabody Energy-ს ბუნებრივ აირზე ფასის მკვეთრმა ვარდნამ შეუქმნა, რაც ქვანახშირის ინდუსტრიისათვის კონკურენტს წარმოადგენს. ამასთან, ამერიკული ქვანახშირის მთავარი ბაზარი ჩინეთია, სადაც ეკონომიკური ზრდა ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად არის შენელებული.
წყაროhttp://commersant.ge/index.php?m=5&news_id=34386&cat_id=10