ზუგდიდში უეფას სტანდარტების სტადიონების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ადმინისტრაციის ცნობით, პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 9,747 მლნ ლარია გამოყოფილი.
20 მილიონიანი პროექტი 2 სტადიონის მშენებლობას ითვალისწინებს. მთავარი სტადიონი გათვლილია 7200 მაყურებელზე, დამხმარე – 1224 მაყურებელზე.
სტადიონები და დამხმარე ინფრასტრუქტურა ჯამში, 6,5 ჰექტარ მიწის ფართობს დაიკავებს.
წყარო: Gbc.ge