თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის ინიციატივით, თბილისი-თელეთის დასახლებაში გაზიფიცირების პროექტის განხორციელება დაიწყო.
პროექტს, რომელიც 100-ზე მეტ ოჯახს ბუნებრივი აირით უზრუნველყოფს, კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ასრულებს.
გაზის ცენტრალური ქსელის მოსაწყობად 120 ათასი ლარი დაიხარჯება.
ბექა ნაცვლიშვილის თქმით, გაზიფიცირების შემდეგ კრწანისის გამგეობა დასახლებაში წყალმომარაგების პრობლემის გადაჭრასა და გარე განათების მოწყობას გეგმავს. 2017 წლიდან კი თბილისი-თელეთის დასახლებაში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.