Author Archives: energy

საქართველომ აზერბაიჯანული გაზის იმპორტი გაზარდა

გერმანიის შინამეურნეობებისთვის გაზის ტარიფის 11.5%–იანი ზრდაა მოსალოდნელი

ორშაბათს ცნობილი გახდა, რომ დაახლოებით 310,000 გერმანელ ოჯახს გაზის ტარიფის 11.5%–იანი ზრდა ემუქრება. ეს კიდევ უფრო ამწვავებს წინასაარჩევნო სიტუაციას. გერმანულ შინამეურნეობებს ევროპაში ყველაზე მაღალი ენერგოგადასახადები აქვთ. ეს ყველაფერი განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერით არის გამოწვეული, რაც დიდ თანხებს მოითხოვს. ამასთან, მთავრობამ, კონკურენტუნარიანობის შენარჩუნების მიზნით, ენერგეტიკის სფეროს რიგი შეღავათები დაუწესა. რადგანაც კონტრაქტის პირობები ყოველწლიურად გადაიხედება, შესაძლოა ამან გერმანიის 41.5 მილიონ შინამეურნეობაზე გადასახადების ...

Read More »

შემცირების შემდეგ, ნავთობის ფასი გაიზარდა

2021 წლის 21 სექტემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  74,36 (+ 0,44)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  70,56 (+ 0,27)  დოლარი/ბარელზე.  

Read More »
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება პირველ კვარტალში 1.8%-ით გაიზარდა

დღეს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების გამო 22 სექტემბერს თბილისში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. სხვადასხვა სამუშაოების გამო 22 სექტემბერს თბილისში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. დიდუბის რაიონი გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კედიას ქუჩის მოსახლეობას. ჩუღურეთის რაიონი გეგმური სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ართვინის ქუჩის მოსახლეობას. სამგორის რაიონი ...

Read More »

ბილ გეითსმა 1 მილიარდ დოლარზე მეტი მოიზიდა სუფთა ენერგიის პროექტებისთვის

ამერიკელმა მილიარდერმა ბილ გეითსმა $ 1 მილიარდზე მეტი მოიზიდა საკუთარი კომპანია Breakthrough Energy Catalyst-ისთვის, რომელიც ალტერნატიულ ენერგო პროექტებზე მუშაობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. ინვესტორებს შორისაა Microsoft, BlackRock, General Motors, Bank of America, American Airlines Group, Boston Consulting Group და ArcelorMittal. BlackRock უზრუნველყოფს 100 მილიონი აშშ დოლარის გრანტს, ხოლო დანარჩენი კომპანიები განახორციელებენ ფულად ინექციებს. Breakthrough Energy Catalyst აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა განახლებად ...

Read More »

ევროპარლამენტარი: “ჩრდილოეთის ნაკადი-2″ საინვესტიციო ნანგრევად გადაიქცევა”

რუსული გაზსადენი Nord Stream 2 გადაიქცევა საინვესტიციო ნანგრევად. ასეთი განცხადება გააკეთა გერმანიის მწვანე ფრაქციის ევროპარლამენტარმა რაინჰარდ ბეტიკოფერმა, რომელმაც განმარტა, რომ ევროკავშირს არ შეუძლია ნებართვა მისცეს უკვე აშენებული მილსადენის ექსპლუატაციას. “თუ ფედერალური ქსელის სააგენტომ დაამტკიცა გაზსადენის ექსპლუატაციაში გაშვება, ევროკომისიას შეუძლია მაინც შეაჩეროს იგი. თუ არსებობს იმის მყარი არგუმენტები, რომ ფედერალური სააგენტო პოზიტიური გადაწყვეტილების მიღებით არღვევს ევროკავშირის ენერგეტიკულ კანონმდებლობას, პროექტი შეიძლება იქცეს ...

Read More »

გაერთიანებული სამეფო განვითარებად ქვეყნებს სუფთა ენერგიაზე გადასვლაში დაეხმარება

ქვანახშირზე თანდათანობით უარის თქმისა და სუფთა ენერგიებზე გადასვლის მიზნით, დიდი ბრიტანეთი 550 მილიონ ფუნტ სტერლინგს გამოყოფს განვითარებადი ქვეყნებისთვის. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “პრაიმი” ავრცელებს. ორშაბათს პრემიერ მინისტრ ბორის ჯონსონისა და გაეროს გენერალური მდივანის ანტონიო გუტერეშის ინციატივით, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის თემაზე გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომელშიც მოანწილეობა მსოფლიოს ლიდერებმა მიიღეს. შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთს აღებული აქვს ვალდებულება 2050 წლისთვის მავნე გამონაბოლქვის ნულამდე და 2030 ...

Read More »

“სოკარმა” 300 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა საქართველოს გაზიფიცირებაში

საქართველოში აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) ინვესტიციების უმეტესობა მიმართულია ქვეყნის გაზიფიცირებაზე. მასში ჩადებული თანხა 300 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს. ხსენებულის შესახებ “სოკარის” პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა განაცხადა. მისივე სიტყვებით, 300 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ინვესტიცია უკვე განხორციელდა სხვადასხვა რეგიონების გაზიფიცირებაში. “საქართველოს მთავრობა აქტიურად უწყობს ხელს აღნიშნულ სფეროში მსხვილ ინვესტიციებს. ზოგიერთ სოფელში გაზის მიწოდებას შესაძლოა არც კი ჰქონდეს ეკონომიკური სარგებელი, თუმცა, მსგავს შემთხვევებში ...

Read More »

უკრაინას შეუძლია დამოუკიდებლად გადაჭრას ევროპის “გაზის კრიზისი”

“უკრაინის ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების სისტემის ოპერატორს” შუძლია საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს ევროკავშირი ბუნებრივი აირით და მზადაა დამატებითი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად – განაცხადა უკრაინული ოპერატორის ხელმძღვანელმა სერგეი მაკოგონმა. “ჩვენ ვდებთ უზარმაზარ ინვესტიციებს ინფრასტრუქტურის რემონტში, მოვლაში, სპეციალისტების მომზადებაში, შესაბამისად, “უკრაინის ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების სისტემის ოპერატორი” არის საიმედო და უსაფრთხო. ჩვენ მზად ვართ უზრუნველვყოთ დამატებითი სიმძლავრეები ევროპისთვის, იმაზე მეტიც კი ვიდრე ეს Nord Stream-ს შეუძლია. ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასმა კვლავ გადააჭარბა 900 აშშ დოლარს

ევროპაში გაზის ფასი კვლავ გაიზარდა და 1000 კუბურ მეტრზე  908 აშშ დოლარს გადააჭარბა. შესაბამისად, სექტემბრის ფიუჩერსული კონტრაქტის ღირებულება ნიდერლანდებში TTF-ზე ათას კუბურ მეტრზე დაახლოებით 881  აშშ დოლარს შეადგენს. რამდენიმე დღის წინ, ევროპაში ბუნებრივ აირზე ფასმა კლება დაიწყო, რაც ნორვეგიული საწვავით საცავების 71%-ით შევსებამ გამოიწვია. თუმცა, შემდგომ სურათი ისევ საპირისპიროდ შეიცვალა, მას შემდეგ რაც რუსეთმა უარი განაცხადა უკრაინის გავლით დამატებითი სიმძლავრეების ...

Read More »

Rolls-Royce-ის სრულად ელექტროთვითმფრინავმა ბრიტანეთში პირველი ფრენა განახორციელა

გასულ კვირას Rolls-Royce-ის პირველმა სრულად ელექტროთვითმფრინავმა პირველი ფრენა განახორციელა და დიდი ბრიტანეთის ცაში დაახლოებით 15 წუთამდე დაყო. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოთხშაბათს თვითმფრინავმა ფრენის ტესტირების ინტენსიური ეტაპი დაიწყო. ფრენის მიზანი კი ელექტროენერგიისა და ძრავის სისტემის შესახებ ინფორმაციის მიღება იყო. Rolls-Royce-ის თანახმად, თვითმფრინავმა ფრენისას 400 კილოვატი სიმძლავრის ძრავა გამოიყენა, რაც ელექტროთვითმფრინავებისათვის ოდესმე აწყობილი ყველაზე მძლავრი ელემენტია.  კომპანიის გეგმით, პროექტის ...

Read More »