ევროპაში გაზის ფასი კვლავ გაიზარდა და 1000 კუბურ მეტრზე 908 აშშ დოლარს გადააჭარბა.
შესაბამისად, სექტემბრის ფიუჩერსული კონტრაქტის ღირებულება ნიდერლანდებში TTF-ზე ათას კუბურ მეტრზე დაახლოებით 881 აშშ დოლარს შეადგენს.
რამდენიმე დღის წინ, ევროპაში ბუნებრივ აირზე ფასმა კლება დაიწყო, რაც ნორვეგიული საწვავით საცავების 71%-ით შევსებამ გამოიწვია. თუმცა, შემდგომ სურათი ისევ საპირისპიროდ შეიცვალა, მას შემდეგ რაც რუსეთმა უარი განაცხადა უკრაინის გავლით დამატებითი სიმძლავრეების დაჯავშნაზე.
ცნობისთვის, ბუნებრივი აირის საგანგაშოდ მაღალმა ღირებულებამ უკვე გამოიწვია დიდ ბრიტანეთში ორი ქარხნის დახურვა.