უკრაინას შეუძლია დამოუკიდებლად გადაჭრას ევროპის “გაზის კრიზისი”

“უკრაინის ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების სისტემის ოპერატორს” შუძლია საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს ევროკავშირი ბუნებრივი აირით და მზადაა დამატებითი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად – განაცხადა უკრაინული ოპერატორის ხელმძღვანელმა სერგეი მაკოგონმა.

“ჩვენ ვდებთ უზარმაზარ ინვესტიციებს ინფრასტრუქტურის რემონტში, მოვლაში, სპეციალისტების მომზადებაში, შესაბამისად, “უკრაინის ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების სისტემის ოპერატორი” არის საიმედო და უსაფრთხო. ჩვენ მზად ვართ უზრუნველვყოთ დამატებითი სიმძლავრეები ევროპისთვის, იმაზე მეტიც კი ვიდრე ეს Nord Stream-ს შეუძლია. დიახ, ჩვენ შეგვწევს უნარი დავაკმაყოფილოთ ევროპის საჭიროებები რუსული გაზისა და მილსადენის გარეშე ” – ნათქვამია მაკოგონის პრესსამსახურის განცხადებაში.

უკრაინას შეუძლია მოაგვაროს ევროკავშირის “გაზის კრიზისი” და გაიტანოს ორჯერ მეტი ბუნებრივი აირი ევროპაში, ვიდრე ამას Nord Stream და Nord Stream 2 გაზსადენები ახორციელებენ – ირწმუნება მაკოგონი და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსეთისგან განსხვავებით, უკრაინას არასოდეს დაუღალატებია თავისი ევროპელი პარტნიორები და გაზის მიწოდება არასოდეს შეწყვეტილა კიევის ინციატივით.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply