ევროპარლამენტარი: “ჩრდილოეთის ნაკადი-2″ საინვესტიციო ნანგრევად გადაიქცევა”

რუსული გაზსადენი Nord Stream 2 გადაიქცევა საინვესტიციო ნანგრევად. ასეთი განცხადება გააკეთა გერმანიის მწვანე ფრაქციის ევროპარლამენტარმა რაინჰარდ ბეტიკოფერმა, რომელმაც განმარტა, რომ ევროკავშირს არ შეუძლია ნებართვა მისცეს უკვე აშენებული მილსადენის ექსპლუატაციას.

“თუ ფედერალური ქსელის სააგენტომ დაამტკიცა გაზსადენის ექსპლუატაციაში გაშვება, ევროკომისიას შეუძლია მაინც შეაჩეროს იგი. თუ არსებობს იმის მყარი არგუმენტები, რომ ფედერალური სააგენტო პოზიტიური გადაწყვეტილების მიღებით არღვევს ევროკავშირის ენერგეტიკულ კანონმდებლობას, პროექტი შეიძლება იქცეს საინვესტიციო ნანგრევებად” – განუცხადა მან dpa-ს.

ევროპარლამენტარმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა არ შეასრულა “განცალკევების” პირობა, ანუ Nord Stream-2 ოპერატორის გამოყოფა იმ კომპანიისგან, რომელიც უზრუნვეელყოფს ბუნებრივი აირით მომარაგებას.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply