გაერთიანებული სამეფო განვითარებად ქვეყნებს სუფთა ენერგიაზე გადასვლაში დაეხმარება

ქვანახშირზე თანდათანობით უარის თქმისა და სუფთა ენერგიებზე გადასვლის მიზნით, დიდი ბრიტანეთი 550 მილიონ ფუნტ სტერლინგს გამოყოფს განვითარებადი ქვეყნებისთვის.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “პრაიმი” ავრცელებს.

ორშაბათს პრემიერ მინისტრ ბორის ჯონსონისა და გაეროს გენერალური მდივანის ანტონიო გუტერეშის ინციატივით, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის თემაზე გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომელშიც მოანწილეობა მსოფლიოს ლიდერებმა მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთს აღებული აქვს ვალდებულება 2050 წლისთვის მავნე გამონაბოლქვის ნულამდე და 2030 წლისთვის სათბურის გაზების ემისიის მინიმუმ 68%-ით შემცირებისა. ლონდონმა ასევე პირობა დადო, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში გამოყოფს 11.6 მილიარდ ფუნტს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საერთაშორისო პროგრამების დასაფინანსებლად.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply