Author Archives: energy

ნავთობის ფასი შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის   14 ივლისის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  74.76  (-  1.73 ) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  73.13 (- 2.12)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ნათია თურნავა ჩინეთის მსხვილი კორპორაციის „Dongfang Electric International Corporation“- ის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში არსებული მდგომარეობა და ლიბერალური საინვესტიციო გარემოს შესახებ ისაუბრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული მანქანა-დანადგარების მწარმოებელი კორპორაციის „დონგფანგის“ (Dongfang Electric Corporation) პრეზიდენტთან ჩენ ციანგთან, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი, გიორგი ჩიქოვანი ...

Read More »

წყალბადის ენერგეტიკა – “აღორძინების ეპოქა”

მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკების კლიმატურმა ამბიციებმა, გამოიყენონ მხოლოდ ნახშირბადის დაბალი ემისიის მქონე ენერგორესურსები, აიძულა ისინი კვლავ მიემართათ დედამიწაზე ყველაზე მსუბუქი და გავრცელებული ელემენტისთვის – წყალბადისთვის. საერთაშორისო ექსპერტების აზრით, წყალბადს, რომელსაც ორაწლიანი გამოყენების ისტორია აქვს, საბოლოოდ წარმატების შანსი სწორედ მისი ეკოლოგიური სისუფთავის გამო აქვს. ”მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 50 წლის განმავლობაში მსოფლიომ წყალბადით დაინტერესების რამოდენიმე ტალღა გაიარა, არცერთს არ მოჰყოლია ინვესტიციების მდგრადი ...

Read More »
გაზსადენი TAP-ის მშენებლობა იწყება

ჩრდილოეთ მაკედონია TAP-ს უერთდება

საბერძნეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის მთავრობები ახალი გაზსადენის მშენებლობაზე შეთანხმდნენ, რომელიც  ტრანს-ადრიატიკის გაზსადენს (TAP) შეუერთდება. ჩრდილოეთ მაკედონიის მედიის ცნობით, ქვეყნის ეკონომიკის მინისტრმა, კრეშნიკ ბექტაშმა ათენში ხელი მოაწერა გაზის მილსადენის შესახებ შეთანხმებას. ”ეს არის დიდი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისკენ და ხელს შეუწყობს ბუნებრივი გაზის მარაგების დივერსიფიკაციას,” – აღნიშნა მინისტრმა. საბერძნეთთან გაზსადენის მშენებლობის შემდეგ ჩრდილოეთ მაკედონიას TAP-ით აზერბაიჯანული ბუნებრივი გაზის მიღება შეეძლება. საბერძნეთის ...

Read More »

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში უკრაინამ აზერბაიჯანისგან 207,5 მილიონი დოლარის ნავთობი იყიდა

2021 წლის იანვარ-ივნისში უკრაინამ შეამცირა ნავთობისა და ნედლი ნავთობის იმპორტი 34,6%-ით 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით – 505,691 ათას ტონამდე. უკრაინის სახელმწიფო საბაჟო სამსახურის მონაცემებით, ექვსი თვის განმავლობაში 207,806 მილიონი დოლარის ნედლეულის იმპორტი განხორციელდა, რაც 21.5%-ით ნაკლებია, ვიდრე ერთი წლის წინანდელი მაჩვენებელი. კერძოდ, აზერბაიჯანიდან შემოიტანეს 207,418 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ნავთობი, ხოლო ლიბიიდან 0,388 მილიონი დოლარის. ნინო სამადაშვილი

Read More »
ნავთობიმპორტიორებმა საწვავის ფასი ისევ გააძვირეს

ერთ წელიწადში ნავთობი საშუალოდ 33.5%-ით გაძვირდა – რა ღირს საწვავი საქართველოში

საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობზე ფასების ზრდისა და მეორეს მხრივ, ლარის მკვეთრი გაუფასურების ფონზე, ერთი წლის განმავლობაში საწვავის ფასი საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამას ადასტურებს სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში საწვავის საშუალო ფასი 33.5%-ით გაიზარდა. რაც შეეხება უშუალოდ საწვავის ტიპებს: ამ ერთი წლის განმავლობაში Regular 92-ის ფასი 46.7%-ით გაიზარდა და ბაზარზე მისი ღირებულება ერთ ლიტრზე საშუალოდ 2,88 ლარია. გარდა ამისა, გაზრდილია ...

Read More »

IEA-მ 2021 წელს ნავთობზე გლობალური მოთხოვნის პროგნოზი შეინარჩუნა

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ (IEA) 2021 წელს ნავთობზე გლობალური მოთხოვნის პროგნოზი შეინარჩუნა და მის ზრდას დღე-ღამეში 5,4 მილიონი ბარელით ზრდას ელოდება. 2022 წელს კი კიდევ დღე-ღამეში 3 მილიონი ბარელით ზრდას პროგნოზირებს. ამის შესახებ ორგანიზაციის ანგარიშშია აღნიშნული. IEA აღნიშნავს, რომ გლობალური გლობალური ეკონომიკური ზრდა, ვაქცინაციის ტემპების დაჩქარება და სოციალური დისტანცირების ზომების შემსუბუქება წლის ბოლომდე ნავთობზე გაძლიერებულ მოთხოვნას ხელს შეუწყობს. IEA–მ ასევე წარმოადგინა ...

Read More »

აზერბაიჯანის ნავთობის მარაგებმა 7 მლრდ ბარელი შეადგინა

2020 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანში  ნავთობის დამტკიცებულმა მარაგებმა შეადგინა 7 მილიარდი ბარელი ანუ 1 მილიარდი ტონა. მსოფლიო ენერგეტიკული კომპანია BP-ის სტატისტიკის მიმოხილვაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. მონაცემების მიხედვით, ეს მაჩვენებელი ემთხვევა 2019 წლის ბოლო პერიოდის მაჩვენებლებს. 2000 წლის ბოლოს ქვეყნის ნავთობის მარაგებმა შეადგინა 1,2 მილიარდი ბარელი. 2020 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანში გაზის დამტკიცებული მარაგების ოდენობამ შეადგგინა 2,5 ტრილიონი კუბური მეტრი, რაც წინა ...

Read More »
გარემოს დაბინძურების შედეგად ყოველწლიურად 430 ათასი ევროპელი იღუპება

ევროკავშირში 2035 წლისთვის ნახშირბადის გამონაბოლქვის 55 პროცენტით შემცირება იგეგმება

ოთხშაბათს ევროკომისიაში აპირებენ ახალი საკანონმდებლო პაკეტის წარდგენას, რომელიც მიზნად 2035 წლისთვის ნახშირბადის გამონაბოლქვის 55 პროცენტით შემცირებას ისახავს. გეგმაში ახალი რეგულაციებია გათვალისწინებული, ამის გამო საზღვაო გადაზიდვისა და ავიაციის ინდუსტრიებში უკმაყოფილებას გამოხატავენ. „ისინი, ვინც გარემოს სათბური აირებით აბინძურებს, უნდა იხდიდნენ გადასახადს. ახლა ეს ასე არ არის. ლითონის, ცემენტისა და სხვადასხვა ქიმიკატების ინდუსტრიების 90 პროცენტი ამჟამად დამატებით გადასახადებს არ იხდის“, – აცხადებს Carbon ...

Read More »

როგორ განვითარდება მოვლენები ნავთობის მსოფლიო ბაზარზე და რა გავლენას იქონიებს აღნიშნული საქართველოში საწვავის ფასებზე?

ნავთობის მსოფლიო ბაზარზე ფასები კვლავაც არასტაბილურია. სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებს გაურკვევლობა „ოპეკში“. ვენის შეთანხმების ქვეყნების მინისტრები ნავთობის მოპოვების დონეზე უნდა შეთანხმებულიყვნენ 30 ივნისს – 1 ივლისს. მაგრამ საუდის არაბეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს შორის დაძაბულობამ პროცესი შეაჩერა. ამ ეტაპზე, მოკლევადიან პერსპექტივაში, მოთხოვნა ნავთობზე არ შემცირდება და ფასების ზრდა გაგრძელდება – დღეს ბაზარზე ნავთობის დეფიციტია, რომლის შევსებასაც რამდენიმე თვე დასჭირდება. შესაძლოა ...

Read More »