გაზსადენი TAP-ის მშენებლობა იწყება

ჩრდილოეთ მაკედონია TAP-ს უერთდება

საბერძნეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის მთავრობები ახალი გაზსადენის მშენებლობაზე შეთანხმდნენ, რომელიც  ტრანს-ადრიატიკის გაზსადენს (TAP) შეუერთდება.

ჩრდილოეთ მაკედონიის მედიის ცნობით, ქვეყნის ეკონომიკის მინისტრმა, კრეშნიკ ბექტაშმა ათენში ხელი მოაწერა გაზის მილსადენის შესახებ შეთანხმებას.

”ეს არის დიდი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისკენ და ხელს შეუწყობს ბუნებრივი გაზის მარაგების დივერსიფიკაციას,” – აღნიშნა მინისტრმა.

საბერძნეთთან გაზსადენის მშენებლობის შემდეგ ჩრდილოეთ მაკედონიას TAP-ით აზერბაიჯანული ბუნებრივი გაზის მიღება შეეძლება.

საბერძნეთის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მინისტრმა კოსას სკრეკასმა განაცხადა, რომ დაგეგმილი ქსელი დააკავშირებს ორივე ქვეყნის ბუნებრივი გაზის სისტემებს და ამ პროცესს ეკონომიკური სტიმულირების წყაროს შესძენს.

გაზსადენის მშენებლობის პროექტის ღირებულება 110 მილიონი ევროა (130,6 მილიონი აშშ დოლარი).

ახალი მილსადენის მთლიანი სიგრძე 160 კმ იქნება, საიდანაც 50 კმ გაივლის საბერძნეთში. გაზსადენი სალონიკის ნეა მესიმრიას რეგიონში დაიწყება და დასრულდება შტიპაში, ჩრდილოეთ მაკედონიიდან 110 კმ-ში. მილსადენი შეუერთდება ტრანს-ადრიატიკის მილსადენს, რომელიც გაზს ატარებს შუა აზიიდან თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის გავლით სამხრეთ იტალიაში.

წყარო: report

Leave a Reply