Author Archives: energy

აშშ-ის ადმინისტრაცია OPEC+-ის სახელმწიფოებს ნავთობის მოპოვების გაზრდისკენ მოუწოდებს

აშშ-ის ადმინისტრაცია OPEC+-ის სახელმწიფოებს ნავთობის მოპოვების გაზრდისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწის, ჯეიკ სალივანის განცხადებაშია ნათქვამი. „საწვავის უფრო მაღალი ფასები, თუ ის არ კონტროლდება, საფრთხეს უქმნის გლობალური ეკონომიკის მიმდინარე აღდგენას. ნედლი ნავთობის ფასი უფრო მაღალია, ვიდრე 2019 წლის ბოლოს, პანდემიის დაწყებამდე იყო. მიუხედავად იმისა, რომ OPEC+-ი ახლახან დათანხმდა წარმოების გაზრდას, ეს ზრდა სრულად ვერ აანაზღაურებს წინა წარმოების ...

Read More »

“ჩრდილოეთის ნაკადის” წინააღმდეგობრივი დინება

ამერიკის პრეზიდენტ კო ბაიდენის ერთ-ერთი უმთავრესი პირობა ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობის გაუმჯობესება და ტრანსატლანტიკური კავშირების გაღრმავება იყო. საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა შორის ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული, „ჩრდილოეთის ნაკად 2“-თან დაკავშირებული ნაბიჯი გახდა. ამერიკამ მილსადენის მშენებლობისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეწყვიტა. „ამერიკამ პრიორიტეტი გერმანიასთან ურთიერთობას მიანიჭა“, – ასე აფასებს ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას ჰედერ კონლი, „საერთაშორისო და სტრატეგიული კვლევების ცენტრის“ ვიცე-პრეზიდენტი ევროპის, ევრაზიისა და რუსეთის საკითხების მიმართულებით. კონლი ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 0,45 მილიონი ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 0,45 მილიონი  ბარელით შემცირდა და შეადგინა 438,777 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები შემცირდა 1,4  მლნ ბარელით  და შეადგინა  227,469  მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები გაიზარდა 1,77 მილიონი  ბარელით  და შეადგინა  140,511 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 11,3 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.

Read More »

Audi-ს უახლეს ელექტრომობილს ზომისა და ფორმის შეცვლა შეუძლია

Audi-მა კონცეპტუალური ავტომობილების სამეულიდან პირველი Audi Skysphere წარადგინა. Skysphere მფლობელებს სთავაზობს ტრანსპორტის ორ ვარიანტს: გრანდიოზული ტურისტული მანქანის ელეგანტურ კომფორტს და სპორტულ ავტომობილს. სრულად ელექტრო “როუდსტერის”, Skysphere-ის ყველაზე გამორჩეული მახასიათებელია ის, რომ მას შეუძლია შეამციროს ან გაზარდოს ღერძებს შორის დაშორება ღილაკის დაჭერით. Skysphere-ი მოიცავს ორი სხვადასხვა კონცეფციის მანქანას- Grandsphere კონცეფციას, რომელიც მომავალ თვეში გამოვა და Urbansphere კონცეფცია, რომლის დებიუტი 2022 წელს ...

Read More »

ევროპაში გაზი კვლავაც რეკორდული სისწრაფიდ იზრდება

ევროპაში გაზის 11 აგვისტოს, დღის ბოლოს, 4.37%-ით გაიზარდა. ნიდერლანდურ TTF-ში გაზის სექტემბრის ფიუჩერსების ღირებულებამ ათას კუბურ მეტრზე 560 აშშ დოლარს მიაღწია. თუმცა, სავაჭრო სესიის ბოლოს მისი ღირებულება დაახლოებით 535 აშშ დოლარამდე დაეცა. Financial Times-ის ცნობით, გაზზე ფასის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი არის ის გარემოება, რომ “გაზპრომმა” უარი თქვა უკრაინის გავლით დამატებითი მოცულობების მიწოდებაზე, რომელიც ევროპაში ექსპორტის გაზრდას ისახავდა მიზნად. Financial Times-სთან ინტერვიუში, ...

Read More »

ამერიკამ შესაძლოა, 2050 წლიდან ტრადიციულ ავიასაწვავზე უარი თქვას

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის გეგმის ფარგლებში განიხილავს შესაძლებლობას განსაზღვროს 2050 წელი იმ ზღვრად, რომლის შემდეგ ამერიკული ავიაცია უარს იტყვის ტრადიციული საწვავის გამოყენებაზე. ამის შესახებ სააგენტო “როიტერი” სიტუაციაში გარკვეულ წყაროებზე დაყრდნობით წერს. აშშ მოელის, რომ 2050 წლისთვის ავიაკომპანიები გამოიყენებენ მხოლოდ განახლებადი რესურსებისგან მიღებულ საწვავს. ეს განხილვები ჯერ ადეულ სტადიაზეა და მის შესახებ სხვა დეტალები ამ ეტაპზე ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის  11  აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  71,44 (+ 0,81) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  69,25  (+ 0,96)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის გაწეული მილიონობით ლარი ჩამოიწრება

თბილისის ქუჩას დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

„თელასის“ ინფორმაციით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება: ნაძალადევის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო, 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ერწოს, ქვიშხეთის, მანჯგალაძის, სააკაძის და ხევსურეთის ქუჩების მოსახლეობას; ვაკის რაიონი – 09:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება წყნეთის გზატკეცილის მოსახლეობას; მთაწმინდის რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქუჩიშვილის, კოსტავას და ღამბაშიძის ქუჩების მოსახლეობას; ისნის რაიონი – 11:00-დან 17:00 ...

Read More »

ნავთობის ექსპორტი რუსეთიდან 7 თვეში 9.1%-ით შემცირდა

რუსული ნავთობის ექსპორტმა 2021 წლის იანვარ-ივლისში 122.01 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 9.1%-ით ნაკლებია 2020 წელის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საშუალო დღიურმა ექსპორტმა მთლიანობაში 4.22 მილიონი ბარელი შეადგინა. მიმდინარე წლის შვიდი თვის განმავლობაში, სულ 108,37 მილიონი ტონა ნედლი ნავთობი გავიდა ექსპორტზე AK Transneft–ის ნავთობსადენის მეშვეობით. ყაზახეთის ტრანზიტმა 2021 წლის იანვარ-ივლისში შეადგინა 7.82 მილიონი ტონა (ივლისში – 1.09 მილიონი ტონა), ბელორუსიის ტრანზიტმა – ...

Read More »

თეა გოდოლაძეს საქართველოს მეცნერებათა ეროვნული აკადემიაც ამხელს – არჩილ კაიკაციშვილი

„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ამ დრომდე სდუმს სეისმური მონაცემების ხელმისაწვდომობის საკითხზე დასმულ შეკითხვებზე და ჩვენ არც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პოზიციაზე ვიცით ცენტრის დირექტორის, ქალბატონ თეა გოდოლაძის პირადი პოზიცია. აკადემიამ, გოდოლაძე, ფაქტობრივად, არაკეთილსინდისიერებასა და კანონდარღვევაში ამხილა“ – ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბარში ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა. „ახალგაზრდა ადვოკატები“ ნ. ნოდიას ...

Read More »