Audi-ს უახლეს ელექტრომობილს ზომისა და ფორმის შეცვლა შეუძლია

Audi-მა კონცეპტუალური ავტომობილების სამეულიდან პირველი Audi Skysphere წარადგინა.

Skysphere მფლობელებს სთავაზობს ტრანსპორტის ორ ვარიანტს: გრანდიოზული ტურისტული მანქანის ელეგანტურ კომფორტს და სპორტულ ავტომობილს.

სრულად ელექტრო “როუდსტერის”, Skysphere-ის ყველაზე გამორჩეული მახასიათებელია ის, რომ მას შეუძლია შეამციროს ან გაზარდოს ღერძებს შორის დაშორება ღილაკის დაჭერით. Skysphere-ი მოიცავს ორი სხვადასხვა კონცეფციის მანქანას- Grandsphere კონცეფციას, რომელიც მომავალ თვეში გამოვა და Urbansphere კონცეფცია, რომლის დებიუტი 2022 წელს იგეგმება.

ავტომობილის შემოკლებული ფორმა ამცირებს მანქანის სიგრძეს 250 მმ-ით, ადაბლებს მას 10 მმ-ით და ცვლის საჭეს, პედლებს და გადაადგილების სვეტს დაფის ქვემოდან.

Audi-ის ახალი მოდელის ინტერიერი ორიენტირებულია მეოთხე დონის ავტონომიური მართვის მხარდაჭერაზე – დონეზე, რომლის დროსაც მძღოლებს შეუძლიათ გადაადგილდნენ საჭეზე ან მუხრუჭზე კონტროლის გარეშე.

კონცეფციის წარდგენა ემთხვევა საუკეთესო პირველ ექვს თვეს ბრენდის  თანამედროვე 52-წლიან ისტორიაში. Audi-მ წელს წმინდა შემოსავლების სახით 4.5 მილიარდი ევროდან 5.5 მილიარდ ევრომდე მიიღო წინა წლის 3.5-4.5 მილიარდ ევროსთან შედარებით.

Audi-ის Skysphere-ის საჯარო დებიუტი 13 აგვისტოს შედგება, კალიფორნიაში Monterey-ის მანქანების კვირეულის დროს.

წყარო: “ბიზნესფორმულა”

Leave a Reply