Author Archives: energy

ჩინური “ქლინ ენერჯი” და ებრაული “პეგასუსი” საქართველოს ენერგოსექტორში ინვესტიციას გეგმავენ

ჩინური “ქლინ ენერჯი” და ებრაული “პეგასუსი” საქართველოს ენერგოსექტორში ინვესტიციას გეგმავენ

ისრაელის ცნობილი კომპანია “პეგასუსი” და უმსხვილესი ჩინური კომპანია CEFC-ი საქართველოს ენერგოსექტორში ინვესტიციის განხორციელებას გეგმავენ, – ინვესტირებასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ინვესტორებს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ეკონომიკური საბჭოს მდივან, ბიზნესომბუდსმენ გიორგი გახარიასთან ერთად შეხვდა. შეხვედრას ისრაელში მოღვაწე ბიზნესმენი, მიხეილ მირილაშვილი, კომპანია Pegasus East West-ის თავმჯდომარე რაფი კამინერი და კომპანია CEFC-ის წარმომადგენლები დაესწრნენ. როგორც პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალი ინვესტიციების მოზიდვა ...

Read More »
ყაზტრანსგაზ თბილისი" ყაზახურ მენეჯმენტს წელს დაუბრუნდება

“ყაზტრანსგაზ თბილისი” ყაზახურ მენეჯმენტს წელს დაუბრუნდება

ქართულმა და ყაზახურმა მხარეებმა მიიღეს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ “ყაზტრანსგაზ თბილისი” ყაზახურ მხარეს მიმდინარე წელს დაუბრუნდება. ამის შესახებ ყაზახეთის ელჩმა ერმუხამედ ერთისბაევმა განუცხადა. ამასთან, ის ვერ ასახელებს, კონკრეტულად როდის მოხდება ეს და ამბობს, რომ ჯერჯერობით საკითხი „ჰაერშია“ და მხარეები მისი გადაწყვეტის გზებს ეძებენ. „ყაზტრანსგაზ თბილისის“ თემას საქართველოს ფინანსთა მინისტრი EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, ყაზახეთის ფინანსთა მინისტრთან შეხვედრაზე შეეხო. „ვისაუბრეთ საქართველოს ...

Read More »
ქვეყნის გარემოსდაცვითი ანალიზის პრეზენტაცია

ქვეყნის გარემოსდაცვითი ანალიზის პრეზენტაცია

„საქართველო – ქვეყნის გარემოსდაცვითი ანალიზი” -დოკუმენტის პრეზენტაცია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში გაიმართა. შეხვედრა გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა ნინო თხილავამ გახსნა. კვლევა მსოფლიო ბანკის მიერ, გარემოს მდგომარეობის შესაფასებლად გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით ჩატარდა, რომელშიც ჩართულები იყვნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები. დოკუმენტის პრეზენტაციის შემდეგ, მსოფლიო ბანკი სამინისტროს შენიშვნებს მოისმენს, რომელიც საბოლოო ვერსიაში იქნება ასახული. ...

Read More »
სოფელ თელადგორში გაზიფიცირების სამუშაოები იწყება

სოფელ თელადგორში გაზიფიცირების სამუშაოები იწყება

ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და საქართველოს გაზისა და ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორი მამუკა კობახიძე, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელადგორში გაზიფიცირების სამუშაოების დაწყებას დაესწრნენ. საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” განახორციელა კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების: ეზატის, გუდალეთის, თელადგორის და ქვემო ხანდაკის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოები.ოთხივე სოფლის გაზსადენის საპროექტო ჯამური სიგრძე 42 275 ...

Read More »
ნორვეგიამ, დასავლეთ ევროპისთვის გაზის მიწოდებით რუსეთს გაუსწრო

ნორვეგიამ, დასავლეთ ევროპისთვის გაზის მიწოდებით რუსეთს გაუსწრო

2015 წლის პირველ კვარტალში, ნორვეგიამ, დასავლეთ ევროპისათვის გაზის მიწოდების საკითხში, რუსეთს გაუსწრო. ევროკავშირმა, რუსეთის გაზის წყაროებზე დამოკიდებულების მოხსნისაკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. ნორვეგიულ სახელმწიფო კონცერნ Gassco-სა და აღნიშნული კონცერნის რუსული კონკურენტის, კომპანია გაზპრომის მონაცემების მიხედვით, ევროკავშირი თავის გეგმას ასრულებს. აღნიშნულ გეგმაში იგულისხმება, რომ ევროკავშირი რუსეთის გაზზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს. 2014 წლის მეოთხე და 2015 წლის პირველ კვარტალში, ნორვეგიამ, დასავლეთ ევროპის ...

Read More »
ტარიფის კორექტირების მოთხოვნის დაყენება კომპანიების მხრიდან ლეგიტიმური იყო

ტარიფის კორექტირების მოთხოვნის დაყენება კომპანიების მხრიდან ლეგიტიმური იყო

ენერგეტიკის საკითხებში ექსპერტის, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის, დავით მირცხულავას შეფასებით, კომპანიების მოთხოვნა ელექტროენერგიის ტარიფის კორექტირებასთან დაკავშირებით ლეგიტიმურია. მირცხულავა აცხადებს, რომ შეუძლებელია ლარის დევალვაციას ელექტროენერგიის ღირებულებაზე ზეგავლენა არ მოეხდინა. ”სემეკის გადაწყვეტილება უნდა იყოს ისეთი, რომელიც წაადგება და გონივრული იქნება ქართული ენერგეტიკისთვის. დაველოდოთ დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებებს. დღეს ხდება უკვე ახალი ტარიფის განხილვა, თუმცა შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ ლარის დევალვაციას არ შეიძლებოდა გავლენა ...

Read More »
მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასმა კლება დაიწყო

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასმა კლება დაიწყო

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასმა კვლავ კლება დაიწყო. ექსპერტების განცხადებით, ეს აზიაში შავ ოქროზე მოთხოვნის ზრდამ და აშშ-ში ავტომობილებით მოგზაურობის სეზონის დაწყებამ გამოიწვია. ბოლო მონაცემებით, “ბრენტის ტიპის” შავი ოქროს ფასი 0.13 პროცენტით დაეცა და ერთ ბარელზე 65,24 დოლარი შეადგინა, თუმცა WTI-ის ტიპის ნავთობის ფასი 0,01 პროცენტით გაიზარდა და 59,61 დოლარს მიაღწია. “მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნა უჩვეულოდ მაღალია, აპრილის მონაცემების შემდეგ ამ მხრივ ...

Read More »
ავსტრიელი ბიზნესმენები საქართველოში ნარჩენებისგან ენერგიის მიღებით დაინტერესდნენ

ავსტრიელი ბიზნესმენები საქართველოში ნარჩენებისგან ენერგიის მიღებით დაინტერესდნენ

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ ავსტრიის დელეგაციის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს უმასპინძლა. მინისტრის მოადგილემ სტუმრებს ნარჩენების მართვის სფეროში არსებული სიახლეები და მთავრობის ინიციატივები გააცნო. როგორც მოგეხსენებათ, დედაქალაქის მთავრობის ერთერთი პრიორიტეტი თბილისის ეკოლოგიური ვითარების გამოსწორებაა, სწორედ ამ მიზნით უკვე დაწყებულია ნარჩენების გადამუშავების საკიტხის მოგვარება. ავსტიელმა ბიზნესმენებმა საქართველოში ნარჩენების გადამუშავების და ნარჩენებისაგან ენერგიის მიღების შესაძლებლობებთან დაკავშირებით, დაინტერესება გამოთქვეს. მათი განცხადებით კომპანია ...

Read More »
ბენზინი ნავთობის გარეშე

ბენზინი ნავთობის გარეშე

audi-მ კომპანიებთან Global Bioenergies და Fraunhofer Center for Chemical-Biotechnological Processes-თან ერთად გამოუშვა ბენზინი, რომელიც შეიქმნა ნავთობის გამოყენების გარეშე. ექსპერიმენტული საწვავის ოქტანური ნიშანი 100, ე.წ e-benzin მიღებულია არა ნავთობისგან, არამედ განახლებადი ბუნებრივი რესურსებიდან. აღნიშნული საწვავი არ შეიცავს გოგირდს, ბენზოლს და 100 პროცენტით არის იზოოქტანი, წვის შედეგად წარმოქმნილი ემისიები გარემოში არის ეკოლოგიურად სუფთა. ასევე, e-benzin ზრდის ძრავში შეკუმშვის თანაფარდობას, რის შედეგადაც მიიღწევა ...

Read More »

კოტე აფხაზის ქუჩაზე დიოდური სანათები დამონტაჟდა

„სინათლის ქალაქმა“ კოტე აფხაზის ქუჩაზე, პილოტ პროექტის ფარგლებში, საცდელი ვადით, კომპანია „LITPA“-ს მიერ თურქეთში წარმოებული 27 სანათი დაამონტაჟა. სანათების მონტაჟს „LITPA“-ს წარმომადგენლებთან ერთად, „სინათლის ქალაქის“ ხელმძღვანელი ვასილ ხორავა ესწრებოდა. „სინათლის ქალაქის“ დირექტორის თქმით, იმ კომპანიებს, რომლებიც თბილისში დიოდური სანათების მონტაჟის პილოტ პროექტებს ახორციელებენ, ამჯერად თურქული კომპანიაც შეემატა და კოტე აფხაზის ქუჩა მთლიანად ლედ სანათებით განათდა. ხორავას თქმით, მიმდინარე პილოტ პროექტებს ...

Read More »