2015 წლის პირველ კვარტალში, ნორვეგიამ, დასავლეთ ევროპისათვის გაზის მიწოდების საკითხში, რუსეთს გაუსწრო. ევროკავშირმა, რუსეთის გაზის წყაროებზე დამოკიდებულების მოხსნისაკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.
ნორვეგიულ სახელმწიფო კონცერნ Gassco-სა და აღნიშნული კონცერნის რუსული კონკურენტის, კომპანია გაზპრომის მონაცემების მიხედვით, ევროკავშირი თავის გეგმას ასრულებს. აღნიშნულ გეგმაში იგულისხმება, რომ ევროკავშირი რუსეთის გაზზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს.
2014 წლის მეოთხე და 2015 წლის პირველ კვარტალში, ნორვეგიამ, დასავლეთ ევროპის ქვეყნებს 29-29 მილიარდი კუბომეტრი გაზი მიაწოდა, როდესაც რუსეთმა მხოლოდ 20-20 მილიარდი კუბომეტრი, – ამის შესახებ, საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.
2014 წელს, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის, რუსეთი, გაზის მიწოდების მთავარი წყარო იყო. ამ ეტაპზე კი, ევროკავშირში, რუსული გაზის იმპორტი 43-42%-ით, ხოლო იმპორტის მოცულობა – 10%-ით შემცირდა. ნორვეგიიდან მიწოდებული გაზის მოცულობა კი 34-38%-ით გაიზარდა.
წყარო: Ibusiness.ge