ბენზინი ნავთობის გარეშე

ბენზინი ნავთობის გარეშე

audi-მ კომპანიებთან Global Bioenergies და Fraunhofer Center for Chemical-Biotechnological Processes-თან ერთად გამოუშვა ბენზინი, რომელიც შეიქმნა ნავთობის გამოყენების გარეშე.

ექსპერიმენტული საწვავის ოქტანური ნიშანი 100, ე.წ e-benzin მიღებულია არა ნავთობისგან, არამედ განახლებადი ბუნებრივი რესურსებიდან.

აღნიშნული საწვავი არ შეიცავს გოგირდს, ბენზოლს და 100 პროცენტით არის იზოოქტანი, წვის შედეგად წარმოქმნილი ემისიები გარემოში არის ეკოლოგიურად სუფთა.

ასევე, e-benzin ზრდის ძრავში შეკუმშვის თანაფარდობას, რის შედეგადაც მიიღწევა შედარებით მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტის (მ.ქ.კ) მნიშვნელობა.

საბოლოოდ, e-benzin წარმოებისათვის აპირებენ გამოიყენონ მხოლოდ წყალი, წყალბადი, ნახშირორჟანგი და მზის გამოსხივება. თუმცა, აღნიშნული საწვავის შესაძლო ღირებულება არ არის ცნობილი.

წყარო: ენერგოპლატფორმა

Leave a Reply