ისრაელის ცნობილი კომპანია “პეგასუსი” და უმსხვილესი ჩინური კომპანია CEFC-ი საქართველოს ენერგოსექტორში ინვესტიციის განხორციელებას გეგმავენ, – ინვესტირებასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ინვესტორებს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ეკონომიკური საბჭოს მდივან, ბიზნესომბუდსმენ გიორგი გახარიასთან ერთად შეხვდა.
შეხვედრას ისრაელში მოღვაწე ბიზნესმენი, მიხეილ მირილაშვილი, კომპანია Pegasus East West-ის თავმჯდომარე რაფი კამინერი და კომპანია CEFC-ის წარმომადგენლები დაესწრნენ.
როგორც პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალი ინვესტიციების მოზიდვა და ამ კუთხით საქართველოს ენერგოსექტორი ძალიან მიმზიდველია უცხოელი ინვესტორებისთვის.
შეგახსენებთ, რომ Pegasus East West-თან მთავრობა მოლაპარაკებებს გარდაბნის თბოელექტროსადგურის მშენებლობაზე ახორციელებს.
გარდაბანში 230 მგვ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობასაქართველოს მთავრობამ გასული წლის იანვარში დაიწყო. თბოელექტროსადგური ექსპლუატაციაში 2015 წლის ბოლოდან უნდა შევიდეს