ავსტრიელი ბიზნესმენები საქართველოში ნარჩენებისგან ენერგიის მიღებით დაინტერესდნენ

ავსტრიელი ბიზნესმენები საქართველოში ნარჩენებისგან ენერგიის მიღებით დაინტერესდნენ

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ ავსტრიის დელეგაციის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს უმასპინძლა. მინისტრის მოადგილემ სტუმრებს ნარჩენების მართვის სფეროში არსებული სიახლეები და მთავრობის ინიციატივები გააცნო.

როგორც მოგეხსენებათ, დედაქალაქის მთავრობის ერთერთი პრიორიტეტი თბილისის ეკოლოგიური ვითარების გამოსწორებაა, სწორედ ამ მიზნით უკვე დაწყებულია ნარჩენების გადამუშავების საკიტხის მოგვარება.

ავსტიელმა ბიზნესმენებმა საქართველოში ნარჩენების გადამუშავების და ნარჩენებისაგან ენერგიის მიღების შესაძლებლობებთან დაკავშირებით, დაინტერესება გამოთქვეს. მათი განცხადებით კომპანია მაქსიმალურად შეისწავლია ამ მიმართულებით საქართველოში არსებულ სიტუაციას და ამის შემდგომ შესაძლებელი გახდება კონკრეტულ მიზნებსა და გეგმებზე საუბარი. აქვე ავსტრიული კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ თუ მიღწეული იქნება შეთანხმება თბილისში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ნარჩენების გადამამუშავებელ ქარხანას ააშენებენ.

ნარჩენების სეპარაციის, მწვანე ეკონომიკის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტების დანერგვის მიზნით, ინვესტორები საქართველოს კანონის – „ნარჩენების მართვის კოდექსი“- მოთხოვნებსა და სამომავლო გეგმებს გაეცნენ.

 

Leave a Reply