Author Archives: energy

უკრაინა რუსულ გაზში 232 დოლარს გადაიხდის

ახალი შეთანხმების საფუძველზე უკრაინა რუსულ გაზში 232 დოლარს გადაიხდის

კიევი და მოსკოვი ზამთრის პერიოდში უკრაინისთვის გაზის მიწოდებაზე შეთანხმდნენ. როგორც “ბიბისი” იტყობინება, ბრიუსელში ევროკავშირს, უკრაინასა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართა. რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის, ალექსანდრ ნოვაკის ინფორმაციით, 1 ოქტომბრიდან 2016 წლის 31 მარტამდე უკრაინა რუსულ გაზს შეღავათიან ფასად მიიღებს. თავის მხრივ, “გაზპრომის” ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა განაცხადა, რომ კომპანიამ უკრაინულ “ნავთოგაზთან” დამატებითი შეთანხმება დადო და უკრაინულ მხარეს გადაუგზავნა. მიღწეული შეთანხმებით, კიევი ...

Read More »
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ თბილისში ჰაერის ინდიკატორული გაზომვები დაიწყო

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ თბილისში ჰაერის ინდიკატორული გაზომვები დაიწყო

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს გარემოსდაცვის კომისიის თავმჯდომარე თავისუფლების მოედანზე ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინდიკატორების დამონტაჟების პროცესს დაესწრნენ. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.  გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის გაძლიერებისა და ქსელის გაფართოების მიზნით, ჰაერში სხვადასხვა დამაბინძურებლების კონცენტრაციების გამზომი მოწყობილობები საქართველოს მასშტაბით 60-მდე წერტილში (თბილისი, რუსთავი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, თელავი) დამონტაჟდა. თბილისში ...

Read More »
დღეს „თბილისი Smart City – 2015” კენცეფციის პრეზენტაცია გაიმართა

დღეს „თბილისი Smart City – 2015” კენცეფციის პრეზენტაცია გაიმართა

თბილისის მერი დავით ნარმანია, დაესწრო კონფერენციას სახელწოდებით „თბილისი Smart City – 2015”. ღონისძიება თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდის“, პროექტის „თბილისის ტექნოლოგიური ქსელის“ ფარგლებში გაიმართა და მასში მონაწილეობა ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში მოღვაწე 15-მდე კომპანიამ მიიღო. კონფერენეციაზე Smart City კონცეფციის ფარგლებში ქალაქის სატრანსპორტო სისტემის, ენერგოეფეტურობის, ქალაქის მობილურობის, ღია მმართველობისა და ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. ღონისძიება თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ...

Read More »
რამდენად შეესაბამება ხუდონჰესის პროექტი დღევანდელ მოთხოვნებს?!

რამდენად შეესაბამება ხუდონჰესის პროექტი დღევანდელ მოთხოვნებს?!

ხელისუფლებამ ხუდონის მშენებლობაზე საუბარი განაახლა. პარალელურად, გააქტიურდნენ ამ პროექტის მოწინააღმდეგენიც. მათი პოზიცია შეუცვლელია და აცხადებენ, რომ, რასაკვირველია, გამოქვაბულში ცხოვრებას არავინ აპირებს, მაგრამ ერთ ხეობაში სამი დიდი ჰესის (ენგურის და ორი ახალი ჰესის-ხუდონის და ნენსკრას) მშენებლობა ბალსქვემოური სვანეთის განადგურებას ნიშნავს. უზარმაზარი სივრცე დაიფარება წყლით, ეს იქნება დიდი სარკე და ჩვენი ქვეყანა მალე გახდება დიდი წყალსაცავი და არა ქვეყანა; შეიცვლება კლიმატი, დიდი ...

Read More »
2015 წლის 8 თვეში 389.4 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა

2015 წლის 8 თვეში 389.4 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა

საქართველოს ელექტროენერგიის ბალანსის მონაცემებით, 2015 წლის იანვარ-აგვისტოში 389.4 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, რაც დაახლოებით 7,5 %-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 2014 წლის იანვარი-აგვისტოში 362 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა. 2014 წლის ელექტროენერგიის ბალანსის მიხედვით, ელექტროენერგიის იმპორტი (დიდი მოცულობით) 9 თვის განმავლობაში განხორციელდა. ანალოგიური სურათია 2015 წლის ელექტროენერგიის ბალანსშიც. მხოლოდ მაის-ივლისში იყო იმპორტი მინიმალური, აგვისტოში კი გაიზარდა. ასევე აღსანიშნავია, ...

Read More »
მეცნიერებმა 3D მზის პანელები შექმნეს რომელიც ღრუბლიან ამინდში უკეთესად მუშაობს

მეცნიერებმა 3D მზის პანელები შექმნეს რომელიც ღრუბლიან ამინდში უკეთესად მუშაობს

ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ მზის პანელები ენერგეტიკის მომავალია, ყოველ შემთხვევაში, ისეთი ადგილებისთვის, როგორიცაა ფლორიდა, არიზონა, ეგვიპტე და ა. შ., ანუ სადაც დღეების უმრავლესობა ნათელი და მზიანია. თუმცა, ისეთ ადგილებში სადაც მზიანი დღეები ნაკლებად არის და უფრო მეტად ღრუბლიანი კლიმატია, მაგალითად დიდ ბრიტანეთში, მზის ენერგიის ათვისებაზე საუბარი საკმაოდ რთულია. ბრიტანელმა მეცნიერებმა ფიზიკის ეროვნულ ლაბორატორიაში შექმნეს მზის პანელები, რომლებიც ღრუბლიან ამინდში უკეთესად ...

Read More »
რას წარმოადგენს კომპანია ფრონტერა რისორსიზ კორპორეიშენი

რას წარმოადგენს კომპანია ფრონტერა რისორსიზ კორპორეიშენი

ფრონტერა რისორსიზ კორპორეიშენი წარმოადგენს ამერიკის შეერთებულ შტატებში (შტატი ტეხასი) დაარსებული ნავთობისა და გაზის დამოუკიდებელ კომპანიას, რომლის სტრატეგიაა შავი ზღვის აუზის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების განვითარებადი ბაზრების შესაძლებლობების შეფასება და ამ ბაზრებზე გასვლა. ფრონტერას აქციები ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე (საბაზრო სიმბოლო FRR). დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ საიტს www.fronteraresources.com. მწარეხევის გაზის კომპლექსს უკავია დაახლოებით 140 კვადრატული კმ ფართობი, სამიზნე გაზის კოლექტორები 300-5000 მეტრის ...

Read More »
ზურაბ ტყემალაძე: სემეკის წევრობის კანდიდატების შერჩევა პრეზიდენტის პრეროგატივა არ არის

ზურაბ ტყემალაძე: სემეკის წევრობის კანდიდატების  შერჩევა პრეზიდენტის პრეროგატივა არ არის

დეპუტატ, ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სემეკის წევრების კანდიდატების შერჩევის კანონმდებლობა არასწორად გაიგო. ტყემალაძის განცხადებით, კანონის მიხედვით, სემეკის წევრობის კანდიდატებს პრემიერი არჩევს, რის შემდეგაც კანდიდატებს პარლამენტში წარსადგენად პრეზიდენტს უგზავნის. “პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აბსოლუტურად არასწორად გაიგო კანონი და კონკურსი მოაწყო ვინ უნდა წარმოედგინა და ვინ არა. პირიქით არის, – ეს არის კომუნიკაციების მარეგულირებელში, როდესაც თვითონ არჩევენ და შემდგომ გადმოაგზავნიან პარლამენტში. პირიქით უნდა ...

Read More »
ახალი გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი ევროკავშირის ნორმებს სრულად შეესაბამება

ახალი გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი ევროკავშირის ნორმებს სრულად შეესაბამება

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ახალი გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი პროექტის შესახებ იმსჯელეს. სამინისტროში განმარტავენ, რომ დოკუმენტის მეშვეობით საზოგადეობას საშუალება მიეცემა ჩაერთოს გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და ნებართვის გაცემის ყველა ეტაპში.   მინისტრის მოადგილის მაია ბითაძის განცხადებით, ახალი კოდექსით არსებული სანებართვო სისტემა სრულად დააკმაყოფილებს ევროკავშირის ნორმებს და სტანდარტებს. შეხვედრა მიზნად ისახავდა დაინტერესებული მხარეების ჩართვას კოდექსის შემუშავების პროცესში და შენიშვნებისა და წინადადებების წარმოდგენას. ...

Read More »
სოკარ ჯორჯია გაზი მოსახლეობას გამათბობლებს უფასოდ შეუმოწმებს

სოკარ ჯორჯია გაზი მოსახლეობას გამათბობლებს უფასოდ შეუმოწმებს

სოკარ ჯორჯია გაზი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც კომპანია მოსახლეობას მოუწოდებს ზამთრის სეზონის დადგომამდე შეამოწმონ სახლებსი დამონტაჟებული გამათბობლების გამართულობა მათი შემდგომი უსაფრთხოების მიზნით. ბევრი მომხმარებლისთვის უცნობია, რომ შემოდგომის სეზონის დადგომამდე, ვიდრე ბინებში გათბობის დანადგარები ჩაირთვება, აუცილებელია მათი შემოწმება. კომპანია სოკარ ჯორჯია გაზი მთელი ქვეყნის მასშტაბით, საცხოვრებელ სახლებში ყველა სახეობის გაზის დანადგარების შემოწმებას უფასოდ ახორციელებს. დარეკეთ სოკარ ჯორჯია გაზის ცხელ ხაზზე 16 114 და გამოიძახეთ ტექნიკური ...

Read More »