გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ახალი გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი პროექტის შესახებ იმსჯელეს. სამინისტროში განმარტავენ, რომ დოკუმენტის მეშვეობით საზოგადეობას საშუალება მიეცემა ჩაერთოს გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და ნებართვის გაცემის ყველა ეტაპში.
მინისტრის მოადგილის მაია ბითაძის განცხადებით, ახალი კოდექსით არსებული სანებართვო სისტემა სრულად დააკმაყოფილებს ევროკავშირის ნორმებს და სტანდარტებს.
შეხვედრა მიზნად ისახავდა დაინტერესებული მხარეების ჩართვას კოდექსის შემუშავების პროცესში და შენიშვნებისა და წინადადებების წარმოდგენას. პროექტი ,,მწვანე ეკონომიკა აღმოსავლეთ სამეზობლოში“ (Eap GREEN) პროგრამის მეორე კომპონენტის ფარგლებში ევროკავშირის ფინანსური დახმარებითა და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) ტექნიკური მხარდაჭერით შემუშავდა.
“სამინისტროს პრაქტიკულად დაასრულა გარემოსდაცვის შეფასების კოდექსზე მუშაობა, რაც პირველი წინ გადადგმული ნაბიჯია, როგორც ასოცირების ხელშეკრულების აღსრულების თვალსაზრისით, ასევე სწორი გარემოსდაცვითი მმართველობის დანერგვისთვის. აღნიშნული საკითხი, ერთის მხრივ ხელს შეუწყობს საზოგადოებას, რომ ჩართულები იყვნენ გარემოსდაცვითი საკითხების გადაწყვეტილების პროცესში და მეორეს მხრივ აღნიშნული კოდექსი გააადვილებს საქართველოში ინვესტიციების შემოდინებას გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში იქნება კანონმდებლობა, ისეთი სამართლებრივი ბაზა, რომელიც გააადვილებს ინვესტორებისთვის წარმოების პროცესს.” განაცხადა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძემ.
აღნიშნული საკითხი ასევე შეაფასეს შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტებმა. მათი განცხადებით გარემოს დაცვითი შეფასების კოდექსი მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის და ასევე სამომავლო გარემოზე ზემოქმედების განსაზღვრისთვის.
“ეს არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი საქართველოსთვის ნებისმიერ თანამედროვე სახელმწიფოში სამომავლო განვითარების გეგმის შემუშავებამდე ხდება გარემოს დაცვითი კომპონენტის გათვალისწინება და გარემოზე შესაძლო ზიანის განსაზღვრა ეს დოკუმენტი კი ასახავს თუ როგორ უნდა მოხდეს სწორედ გარემოს დაცვითი შეფასება” განაცხადა საერტაშორისო ექსპერტმა გარემოს დაცვით საკითხებში ანიჟიენ როშკამ