Author Archives: energy

დღეს გაზსადენის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო გაზმომარაგება 3500-მდე აბონენტს შეუწყდება

კომპანია “თბილისი ენერჯი” დედაქალაქის უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგებისთვის ისანი-სამგორის რაიონში გაზსადენის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ახორციელებს. ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. აღნიშნული სამუშაოების დროს ოთხშაბათს – 11 აგვისტოს 22:00 საათიდან 12 აგვისტოს 10:00 საათამდე გაზის მიწოდება შეუწყდება: ბ. ხმელნიცკის II შეს. 6-ში (გაბრიელ სალოსის IV შეს. 4), ბ. ხმელნიცკის ქ. 179, ქ. 181ა (გაბრიელ სალოსის 5ჩ. 6), ბ. ხმელნიცკის ქ. 181ბ (გაბრიელ სალოსის გამზ. ...

Read More »

თურქმენეთი მზად არის გაზარდოს ცენტრალური აზიისთვის გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდება

თურქმენეთი მზადაა მნიშვნელოვნად გაზარდოს ბუნებრივი აირითა და ელექტროენერგიით ცენტრალური აზიის მომარაგება. აღნიშნულის შესახებ განაცხადა თურქმენეთის ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა რაშიდ მერედოვმა “ავაზას” ეროვნულ ტურისტულ ზონაში ცენტრალური აზიის სახელმწიფოთა მეთაურების მესამე საკონსულტაციო შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ ენერგეტიკის სფეროში რეგიონის ქვეყნების ურთიერთთანამშრომლობის განხილვისას, თურქმენულმა მხარემ გამოხატა მზადყოფნა მნიშვნელოვნად გაზარდოს ბუნებრივი აირის მიწოდება თურქმენეთიდან ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ან მათი ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი გაიზარდა

“Azeri LT CIF”-ის ნედლ ნავთობზე, რომელსაც აზერბაიჯანი მსოფლიო ბაზარს აწვდის, ფასი 2,01 აშშ დოლარით (2.92%.) გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული Report იუწყება. Azeri Light-ის მარკის ბარელი ნავთობის ფასი ამ დროისათვის 70,97 აშშ დოლარს შეადგენს. ცნობისთვის, აზერბაიჯანულ ნავთობზე ყველაზე დაბალი ფასი, 2020 წლის 21 აპრილს დაფიქსირდა, ხსენებული დროისთვის ერთი ბარელი “Azeri LT CIF”-ის ნედლი ნავთობი 15,81 აშშ დოლარი ღირდა, ხოლო მაქსიმალური ფასი ...

Read More »

რუსეთი სანავთობო ბაზარზე პოზიციას 15-20 წელი შეინარჩუნებს

რუსეთი შეძლებს შეინარჩუნოს თავისი პოზიცია მსოფლიო სანავთობო ბაზარზე 15-20 წლის განმავლობაში, ამასთან ევროპაში რუსულ ნავთობზე მოთხოვნილება მომავალში შემცირდება, ხოლო აზიაში, პირიქით, გაიზრდება, რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ პაველ სოროკინის განცხადებაზრე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. “რუსეთი შეძლებს შეინარჩუნოს თავისი ადგილი სანავთობო ბაზარზე 15-20 წლის განმავლობაში, ხოლო შემდეგ კი ყველაფერი დამოკიდებული იქნება მსოფლიო ტენდენციებზე, ენერგიის გადასვლის სიჩქარეზე და ჩვენი სარესურსო მარაგების ...

Read More »
ირანური გაზის ექსპორტთან დაკავშირებულ პროექტზე მუშაობა ორ თვეში დასრულდება

ირანი ნავთობის წარმოების მოცულობის გაზრდას განიხილავს

ირანმა აუცილებლად უნდა გაზარდოს ნავთობის წარმოების მოცულობა. აღნიშნულის შესახებ “ისლამური რევოლუციის” ლიდერის მთავარმა ეკონომიკურმა მრჩეველმა აიათოლა სეიდ ალი ხამენეიმ განაცხადა. მან ხსენებული განცხადება ნავთობის ინდუსტრიის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების პარკთან შეთანხმებების ხელმოწერის ცერემონიის ფარგლებში გააკეთა. ”სანქციებმა შეზღუდა ნავთობის ინდუსტრია კაპიტალზე და ტექნოლოგიაზე წვდომის თვალსაზრისით და ზომები, როგორიცაა ტექნოლოგიური პარკის შექმნა და ტექნოლოგიური აქტივისტების მხარდაჭერა ინდუსტრიაში, დაეხმარება აღნიშნული შეზღუდვების შემსუბუქებას,” – განაცხადა ...

Read More »

2040 წლისთვის ახალი ავტომობილების 66% ელექტრომობილი იქნება

2040 წლისთვის მსოფლიოს მასშტაბით გაყიდული ყოველი სამი მანქანიდან ორი ელექტრომობილი იქნება, – ამის შესახებ „ბლუმბერგის“ მკვლევრები წერენ, მწვანე ენერგიისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ მოხსენებაში. ტექნოლოგიური გადასვლის წინა ხაზზე ევროპის ქვეყნები და ჩინეთი არიან. აღსანიშნავია, რომ ეს ტენდენცია მხოლოდ სამგზავრო ავტომობილებზე როდი ვრცელდება – 2040 წლისთვის, ავტობუსების, მცირე და საშუალო ზომის კომერციული ტრანსპორტისა და ორ და სამთვლიანი სატრანსპორტო საშუალებების სრული უმეტესობა ელექტრო ბატარეებით იქნება ...

Read More »
კლიმატის ცვლილების მიზეზები

მკვლევართა პროგნოზით, კაცობრიობას რამდენიმე წელი რჩება, რათა არ დავუშვათ გლობალური ტემპერატურის 1,5 °C-ით მატება

ყოველ რამდენიმე წელიწადში ერთხელ, კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფი (IPCC) — გაერო-ს კლიმატურ მეცნიერებათა ორგანო — კლიმატის კრიზისის მდგომარეობის შესახებ დიდ მოხსენებას ამზადებს. მსგავსი: კლიმატის მნიშვნელოვანი ცვლილება გარდაუვალი და შეუქცევადია, ამაში დამნაშავე კი ადამიანია — გაერო მასშტაბურ მოხსენებას აქვეყნებს #1tvმეცნიერება 9 აგვისტოს გამოქვეყნებულ უახლეს მოხსენებას მსოფლიოსთვის არაფერი უთქვამს ისეთი, რაც აქამდე არ ვიცოდით, მაგრამ მოხსენება კიდევ უფრო მეტი სიმძაფრით რეკავს განგაშის ზარს. ბოლო ორი, 2014 და 2018 ...

Read More »

EIA: ოპეკის მოპოვება წლის ბოლომდე მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალი იქნება

აშშ ელოდება, რომ წლის ბოლომდე ოპეკის მოპოვება გარიგების თანახმად მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალი იქნება. ენერგეტიკული საინფორმაციო სამმართველოს (EIA) ყოველთვიური ანგარიშზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. „აგვისტოს პროგნოზის თანახმად ჩვენ მიგვაჩნია, რომ 2021 წლის მესამე და მეოთხე კვარტალებში ოპეკის ნავთობის მოპოვება იმაზე ნაკლები იქნება, ვიდრე  ამას ითხოვს ოპეკი. ჩვენი შეფასებით, მესამე კვარტალში ოპეკი მოიპოვებს  1 მლნ ბარელით/დღეში ნაკლებს, ვიდრე საჭიროა, ხოლო მეოთხე კვარტალში ეს სხვაობა შემცირდება ...

Read More »
თბილისი-თელეთის დასახლებაში გაზიფიცირების პროექტის განხორციელება დაიწყო

ევროპაში გაზის ღირებულება ერთ დღეში 3,5%-ით გაიზარდა

ევროპაში გაზის 10 აგვისტოს, დღის ბოლოს, 3.5%-ით გაიზარდა. ამრიგად, ნიდერლანდურ TTF-ში გაზის  სექტემბრის ფიუჩერსების ღირებულებამ ათას კუბურ მეტრზე 543.2 აშშ დოლარს მიაღწია. თუმცა, სავაჭრო სესიის ბოლოს მისი ღირებულება დაახლოებით 535 აშშ დოლარამდე დაეცა. Financial Times-ის ცნობით, გაზზე ფასის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი არის ის გარემოება, რომ “გაზპრომმა” უარი თქვა უკრაინის გავლით დამატებითი მოცულობების მიწოდებაზე, რომელიც ევროპაში ექსპორტის გაზრდას ისახავდა მიზნად. Financial Times-სთან ინტერვიუში, უკრაინის გაზოპერატორის, GTS-ის გენერალურმა დირექტორმა, სერგეი ...

Read More »

მცირედით შემცირების შემდეგ, ნავთობის ფასი გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის  10  აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  70,63  (+ 1,59) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  68,29  (+ 1,81)  დოლარი/ბარელზე.

Read More »