“Azeri LT CIF”-ის ნედლ ნავთობზე, რომელსაც აზერბაიჯანი მსოფლიო ბაზარს აწვდის, ფასი 2,01 აშშ დოლარით (2.92%.) გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული Report იუწყება.
Azeri Light-ის მარკის ბარელი ნავთობის ფასი ამ დროისათვის 70,97 აშშ დოლარს შეადგენს.
ცნობისთვის, აზერბაიჯანულ ნავთობზე ყველაზე დაბალი ფასი, 2020 წლის 21 აპრილს დაფიქსირდა, ხსენებული დროისთვის ერთი ბარელი “Azeri LT CIF”-ის ნედლი ნავთობი 15,81 აშშ დოლარი ღირდა, ხოლო მაქსიმალური ფასი – 2008 წლის ივლისში (149,66 დოლარი).