ირანური გაზის ექსპორტთან დაკავშირებულ პროექტზე მუშაობა ორ თვეში დასრულდება

ირანი ნავთობის წარმოების მოცულობის გაზრდას განიხილავს

ირანმა აუცილებლად უნდა გაზარდოს ნავთობის წარმოების მოცულობა. აღნიშნულის შესახებ “ისლამური რევოლუციის” ლიდერის მთავარმა ეკონომიკურმა მრჩეველმა აიათოლა სეიდ ალი ხამენეიმ განაცხადა.

მან ხსენებული განცხადება ნავთობის ინდუსტრიის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების პარკთან შეთანხმებების ხელმოწერის ცერემონიის ფარგლებში გააკეთა.

”სანქციებმა შეზღუდა ნავთობის ინდუსტრია კაპიტალზე და ტექნოლოგიაზე წვდომის თვალსაზრისით და ზომები, როგორიცაა ტექნოლოგიური პარკის შექმნა და ტექნოლოგიური აქტივისტების მხარდაჭერა ინდუსტრიაში, დაეხმარება აღნიშნული შეზღუდვების შემსუბუქებას,” – განაცხადა ხამენეიმ.

მან ასევე დაამატა, რომ უნდა იყოს კარგად განსაზღვრული, თუ როგორ მოხდება შიდა კომპანიების მხარდაჭერა, რათა სანქციების მოხსნის შემთხვევაში აღნიშნული პროცესი ყოველგვარი შეფერხების გარეშე წარიმართოს.

ანგარიშის თანახმად, ნავთობის მრეწველობის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების პარკმა ხელი მოაწერა რვა მემორანდუმს ირანის უნივერსიტეტებთან და სამეცნიერო და ტექნოლოგიურ პარკებთან.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply