თურქმენეთი მზად არის გაზარდოს ცენტრალური აზიისთვის გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდება

თურქმენეთი მზადაა მნიშვნელოვნად გაზარდოს ბუნებრივი აირითა და ელექტროენერგიით ცენტრალური აზიის მომარაგება.

აღნიშნულის შესახებ განაცხადა თურქმენეთის ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა რაშიდ მერედოვმა “ავაზას” ეროვნულ ტურისტულ ზონაში ცენტრალური აზიის სახელმწიფოთა მეთაურების მესამე საკონსულტაციო შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ენერგეტიკის სფეროში რეგიონის ქვეყნების ურთიერთთანამშრომლობის განხილვისას, თურქმენულმა მხარემ გამოხატა მზადყოფნა მნიშვნელოვნად გაზარდოს ბუნებრივი აირის მიწოდება თურქმენეთიდან ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ან მათი ტერიტორიების გავლით უცხოურ ბაზრებზე, ურთიერთსასარგებლო პირობებით.

თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებული სიმძლავრეეები შესაძლებელს ხდის მნიშვნელოვნად გაიზარდოს ელექტროენერგიის მიწოდება ცენტრალური აზიის სახელმწიფოებისთვის.

მერედოვის განცხადებით, ცენტრალური აზიის რეგიონის ბუნებრივი რესურსების პოტენციალის მაქსიმალური რეალიზება და მისი გეოგრაფიული მდებარეობის უპირატესობები მოითხოვს მძლავრი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შექმნას – როგორც რეგიონში, ისე მის გარეთ.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply