Author Archives: energy

ბოლივიაში აღმოჩენილია ახალი ნავთობსაბადო

ბოლივიაში აღმოჩენილია ახალი ნავთობსაბადო

უკანასკნელი 23 წლის მანძილზე პირველად ბოლივიაში აღმოაჩინეს ახალი ნავთობსაბადო რომელიც ქვეყანას საშუალებას მისცემს სამჯერ გაზარდოს შავი ოქროს მარაგები. ამის შესახებ განცხადება გააკეთა ბოლივიის პრეზიდენტმა ევო მორალესმა. ბოლივიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ Boqueron-ის ნავთობსაბადოს ნავთობის მარაგი არანაკლებ 28 მილიონი ბარელია, რაც ქვეყნის ბიუჯეტს 1,7 მილიარდი დოლარით შავსებს.  ახალი ნავთობსაბადო აღმოჩენილ იქნა კოპანია YPFB Andina-ის მიერ რომლის 51%-ი ეკუთვნის ბოლივიის საელმწიფო კომპანია YPFB (Yacimientos ...

Read More »
ენერგეტიკა უცხოელებისთვის საინტერესო სფეროა.

ენერგეტიკა უცხოელებისთვის საინტერესო სფეროა.

საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი, გიორგი პერტაია ამბობს, რომ სხვა სექტორებისგან განსხვავებით, ენერგეტიკა საჭიროებს მეტ შესწავლას და შესაბამისად, მეტი დროა საჭირო კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად. “ინვესტიციების კუთხით შეიძლება იყოს გარკვეულ სეზონურობაზე ლაპარაკი, თუ დააკვირდებით არის გარკვეული ტრენდი სეზონურობის. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სტატისტიკის სამსახური ითვლის თანხის დახარჯულ ოდენობას, რათქმაუნდა ჰიდროელექტროსადგურებზე მომუშავე კომპანიები ვერ ხარჯავენ თანხას ზამთრის პერიოდში, ანუ ეს ძალიან რთულია. ჰიდროელექტროსადგურების უმეტესობა ...

Read More »
ავარიის გამო, თბილისის რამდენიმე ქუჩას გაზმომარაგება შეუწყდა

ავარიის გამო, თბილისის რამდენიმე ქუჩას გაზმომარაგება შეუწყდა

დღეს დილას მომხდარი ავარიის გამო თბილისის რამდენიმე ქუჩას გაზმომარაგება შეუწყდა. კომპანიის ინფორმაციით, ამჟამად ბუნებრივი აირი არ მიეწოდება ჟინვალის, ჭოპორტის, ნ. შენგელაიას, ჩარგლისა და ლიახვის ქუჩებს, ასევე სანზონის დასახლებაში მდებარე შენობებსა და დ. გურამიშვილის N19, 21 და 23-ე კორპუსებს (სულ – 4000მდე აბონენტს). “ყაზტრანსგაზ-თბილისის” ცნობით, აღდგენითი სამუშაო მიმდინარეობს და გაზმომარაგება სავარაუდოდ, დღის ბოლომდე ეტაპობრივად აღდგება. “ყაზტრანსგაზ-თბილისი” თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის, ...

Read More »
პროექტი „ჯვარი-ხორგა“ ელექტროსისტემის ავტონომიურობას გაზრდის

პროექტი „ჯვარი-ხორგა“ ელექტროსისტემის ავტონომიურობას გაზრდის

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – „აფბა“ ეხმაურება ახალი ძალიან მნიშვნელოვანი „ჯვარი-ხორგა“-ს ქვესადგურის მშენებლობის დაწყებას, რომელიც წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში შენდება.  „აფბა“-ს ანალიტიკოსის ანდრია გვიდიანის განცხადებით ელ.ენერგიის გადამცემი ქსელის ინფრასტრუქტურის გაძლიერებაში აღნიშნული სადგური უმნიშვნელოვანეს როლს ითამაშებს. პროექტის ფარგლებში მოხდება ჯვარში ახალი 500/220 კვ-იანი ქვესადგურის მშენებლობა გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს 8კმ სიგრძის საჰაერო გადამცემი ხაზის მშენებლობას, რომელიც მიუერთდება 500კვ-იან გადამცემ ხაზს ...

Read More »
სტიქიით დაზიანებული საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენა სრულდება

სტიქიით დაზიანებული საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენა სრულდება

სს „თელასი“ ასრულებს 35 კილოვოლტიანი საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზების „ვერა-1“ და „ვერა-2“ აღდგენით სამუშაოებს. სტიქიით დაზიანებული საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენა კომპანია „თელასმა“ წყლის დონის დაწევისთანავე დაიწყო. რთული სამუშაო პირობების მიუხედავად ელექტრომომარაგების აღდგენა კომპანიამ დროებითი სქემის გამოყენებით შეძლო. ამჟამად, საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზების „ვერა-1“ და „ვერა-2“ აღდგენითი სამუშაოების დასასრულებლად საჭიროა დროებით შეიზღუდოს თბილისის ორი ცენტრალური რაიონის ელექტრომომარაგება. აქედან გამომდინარე, 19 ივნისს 01 საათიდან ...

Read More »
თელასმა ახალდაბის ელექტრომომარაგება უზრუნველყო

თელასმა ახალდაბის ელექტრომომარაგება უზრუნველყო

კომპანია „თელასმა“ ვერტმფრენის გამოყენებით სოფელ ახალდაბაში დიზელ-გენერატორი და საწვავი ჩაიტანა. სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის ელექტრომომარაგების აღსადგენად ადგილზე ჩავიდა კომპანიის ტექნიკური ბრიგადა. სტიქიური უბედურების ზონაში ასევე ჩავიდნენ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი და სს „თელასის“ გენერალური დირექტორი სერგეი კობცევი, რომლებიც ადგილზე გაეცნენ შექმნილ სიტუაციას და სარეაბილიტაციო სამუშაოების გეგმა დასახეს. სტიქიით დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენამდე დიზელ-გენერატორი ელექტროენერგიით უზრუნველყოფს სოფელ ახალდაბის 134 აბონენტს. ...

Read More »
ხუთი თვის ელექტროენერგიის ბალანსი

ხუთი თვის ელექტროენერგიის ბალანსი

საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკო) ინფორმაციით, მხოლოდ მაისის თვეში საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ექსპორტი განხორციელდა აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში. კერძოდ, აზერბაიჯანში ექსპორტის მოცულობამ 40,663 მლნ კვტ.სთ შეადგინა, სომხეთში – 16,4 მლნ კვტ.სთ, ხოლო თურქეთში – 86,74 მლნ კვტ.სთ. ჯამში 143,836 მლნ. კვტ/სთ. ასევე მხოლოდ მაისში, საქართველომ რუსეთიდან 0,9 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელა. რაც შეეხება 5 თვის ჯამურ მაჩვენებელს, იანვარ-მაისში საქართველომ 347,9 ...

Read More »
"ჯვარი-ხორგას" ქვესადგურის მშენებლობა იწყება

“ჯვარი-ხორგას” ქვესადგურის მშენებლობა იწყება

50 მილიონი ევროს ღირებულების პროექტის “ჯვარი-ხორგას” მშენებლობა იწყება. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის რეაბილიტაციის მმართველი სულხან ზუმბურიძე, კომპანია “ენერგოტრანსის”, გერმანიის განვითარებისა ბანკის (KFW), ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (EBRD) და ევროგაერთიანების წარმომადგენლები წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში, პროექტის “ჯვარი-ხორგას” ფარგლებში ქვესადგურის “ჯვარი- 500/200 კვ” მშენებლობის დაწყებისა და “რეგიონალური ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტის” ფარგლებში ...

Read More »
როგორ მუშაობს თბოელექტროსადგურები

როგორ მუშაობს თბოელექტროსადგურები

მოწყობილობათა ერთობლიობას, რომელთა საშუალებით სათბობის ენერგია (ქიმიური ან ბირთვული) ელექტრულ ენერგიად გარდაიქმნება, თბურ ელექტროსადგურებს (თეს) უწოდებენ. თანამედროვე თესების უმრავლესობა შემდეგი სქემით მუშაობს : სათბობის შინაგანი ენერგია გარდაიქმნება ჯერ თბურ, შემდეგ მექანიკურ და ბოლოს ელექტრულ ენერგიად. ასეთი თესების ძირითად მოწყობილობას ქვაბდანადგარი, ორთქლის ტურბინა და ელექტრული გენერატორი წარმოადგენს. ორთქლის ქვაბდანადგარში სათბობის შინაგანი ენერგია წვის შედეგად გარდაიქმნება თბურ ენერგიად და ტურბინა ამ სითბოს ხარჯზე მექანიკურ ენერგიას, ხოლო ელექტროგენერატორი, რომელიც ამ ენერგიას ...

Read More »
კომისიამ მოქალაქეებს დარიცხული ჯარიმები ჩამოაწერა

კომისიამ მოქალაქეებს დარიცხული ჯარიმები ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 16 ივნისის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა. მათი უმრავლესობა მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებულ დავებს შეეხებოდა. კომისიამ მომხმარებლებს კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები ჩამოაწერა. კერძოდ, ხანდაზმულად იქნა მიჩნეული სს „თელასის“ მიერ მოქალაქეებზე დარიცხული თანხები და მოქალაქე მ.ელისაშვილს ჩამოაწერა 1762,50 ლარი, მოქალაქე გ.ბულაშვილს – 3811.43 ლარი და მოქალაქე ე.ვაშალომიძეს – 2485.94ლარი. ასევე, ხანდაზმულად ...

Read More »