საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკო) ინფორმაციით, მხოლოდ მაისის თვეში საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ექსპორტი განხორციელდა აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში. კერძოდ, აზერბაიჯანში ექსპორტის მოცულობამ 40,663 მლნ კვტ.სთ შეადგინა, სომხეთში – 16,4 მლნ კვტ.სთ, ხოლო თურქეთში – 86,74 მლნ კვტ.სთ. ჯამში 143,836 მლნ. კვტ/სთ.
ასევე მხოლოდ მაისში, საქართველომ რუსეთიდან 0,9 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელა.
რაც შეეხება 5 თვის ჯამურ მაჩვენებელს, იანვარ-მაისში საქართველომ 347,9 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია შეიძინა. იმპორტი აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან განხორციელდა. 2014 წლის პირველი ხუთი თვის იმპორტი შეადგენდა 281,3 მლნ. კვტ/სთ ენერგიას და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (იანვარ–მაისი) 2015 წელს ელექტროენერგიის იმპორტი გაზრდილია დაახლოებით 23,5%–ით
მატება წინა წლის პირველი ხუთი თვის მაჩვენებლებთან შედარებით ექსპორტის ნაწილშიც შეინიშნება. 2014 წელს იანვარ–მაისის პერიოდში საქართველოდან განხორციელდა 161,5 მლნ. კვტ/სთ ენერგია, ხოლო 2014 წელს ამავე პერიოდში ქვეყანამ უცხოეთში 215,34 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გაყიდა, რაც დაახლოებით 33%–იანი ზრდა არის. შეგახსენებთ, რომ ექსპორტის წილი ძირითადად თურქეთზე მოდის და 73%-ზე (158,1 მლნ) მეტს შეადგენს.