დღეს დილას მომხდარი ავარიის გამო თბილისის რამდენიმე ქუჩას გაზმომარაგება შეუწყდა.
კომპანიის ინფორმაციით, ამჟამად ბუნებრივი აირი არ მიეწოდება ჟინვალის, ჭოპორტის, ნ. შენგელაიას, ჩარგლისა და ლიახვის ქუჩებს, ასევე სანზონის დასახლებაში მდებარე შენობებსა და დ. გურამიშვილის N19, 21 და 23-ე კორპუსებს (სულ – 4000მდე აბონენტს).
“ყაზტრანსგაზ-თბილისის” ცნობით, აღდგენითი სამუშაო მიმდინარეობს და გაზმომარაგება სავარაუდოდ, დღის ბოლომდე ეტაპობრივად აღდგება.
“ყაზტრანსგაზ-თბილისი” თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის, ამასთან მოსახლეობას მოუწოდებს, გაზის დანადგარები უყურადღებოდ არ დატოვონ და დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ. გაზის დანადგარებთან გაუფრთხილებლობით გამოწვეულ ავარიებზე კომპანია პასუხისმგებლობას იხსნის”, – ნათქვამია განცხადებაში.