საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი, გიორგი პერტაია ამბობს, რომ სხვა სექტორებისგან განსხვავებით, ენერგეტიკა საჭიროებს მეტ შესწავლას და შესაბამისად, მეტი დროა საჭირო კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად.
“ინვესტიციების კუთხით შეიძლება იყოს გარკვეულ სეზონურობაზე ლაპარაკი, თუ დააკვირდებით არის გარკვეული ტრენდი სეზონურობის. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სტატისტიკის სამსახური ითვლის თანხის დახარჯულ ოდენობას, რათქმაუნდა ჰიდროელექტროსადგურებზე მომუშავე კომპანიები ვერ ხარჯავენ თანხას ზამთრის პერიოდში, ანუ ეს ძალიან რთულია. ჰიდროელექტროსადგურების უმეტესობა მაღალ მთებშია, შესაბამისად იქ ძალიან რთულია სამუშაოები. იმ გათვლებითა და პროგნოზით, რაც უნდა აშენდეს საქართველოში მე ვფიქრობ, რაც არ უნდა აჩვენონ კვარტალურმა მონაცემებმა, საერთო ჯამში ენერგოსექტორი მაინც ნომერ პირველი იქნება მომავალში, რადგანაც საუბარია ისეთ პროექტებზე როგორიცაა ნამახვანი, ონი , ხუდონი. ანუ ეს იქნება მთავრი მოტორი მომავალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საქართველოში”, – განაცხადა გიორგი პერტაიამ.
ბიზნესკონტაქტი