Author Archives: energy

ენერგო ომბუდსმენი: მომართვიანობის რაოდენობა წინა წლებთან შედარებით გაზრდილია

ენერგო ომბუდსმენი: მომართვიანობის რაოდენობა წინა წლებთან შედარებით გაზრდილია

ენერგო ომბუდსმენის ოფისი უკვე ერთ წელზე მეტია, რაც ფუნქციონირებს. მისი მთავარი მოვალეობა არის მოქალაქეებისთვის კონსულტაციების გაწევა უკანონოდ დარიცხულ ჯარიმებთან დაკავშირებით. ომბუდსმენის ოფისთან მომართვიანობისა და ზოგადად ომბუდსმენის საქმიანობასთან დაკავშირებით საქართველოს ენერგო ომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი საუბრობს.  სემეკმა თბოსადგურებისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის გაზრდის განხილვა 22 ივლისამდე გადადო. კომისიის მხრიდან ძირითად მიზეზად ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის მიერ კომანიებისგან გამოითხოვილი დამატებითი ინფორმაციის მიწოდები დროში ...

Read More »
რას გულისხმობს ენერგოეფექტურობისა და მავნე აირების ემისიის შესახებ მერების შეთანხმება

რას გულისხმობს ენერგოეფექტურობისა და მავნე აირების ემისიის შესახებ მერების შეთანხმება

საქართველოს ენერგოეფექტურობის ცენტრს  მერების შეთანხმების მხარდამჭერის ოფიციალური სტატუსი აქვს. სტატუსის მიღების პროცესში ორგანიზაციამ გააფორმა ხელშეკრულება ევროკომისიასთან, იმასთან დაკავშირებით, რომ ცენტრი მერების შეთანხმების ხელშემწყობი ორგანიზაცია იქნებოდა. „მერების შეთანხმება არის ევროპული ინიციატივა, რასაც იდეოლოგიური საფუძველი კლიმატის ცვლილებებმა დაუდო. ამ დრომდე მეცნიერები ორჭოფობდნენ თუმცა დღესდღეობით უკვე თითქმის ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ კლიმატური კატაკლიზმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამომწვევი მიზეზი ადამიანური ფაქტორია. გამომდინარე იქიდან, რომ ტექნიკური ...

Read More »
პუტინი ირანის წინააღმდეგ სანქციების გაზრდას მოითხოვს

პუტინი ირანის წინააღმდეგ სანქციების გაზრდას მოითხოვს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თეირანის ბივრთული პროგრამაზე შეთანხმების დასრულებისთანავე, ირანის წინააღმდეგ სანქიების გაზრდა მოითხოვა. ირანი და 6 დიდი ქვეყანა მათ შორის რუსეთი შეთანხმებას განიხილავს, რომლის მიხედვითაც თეირანის ბივრთულ პროგრამაში დაეხმარებოდნენ სანქციებისგან განთავისუფლების სანაცვლოდ. პუტინმა რუსეთის ქალაქ უფაში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ არსებობს კითხვები თუ როდის და რომელი სანქციები უნდა იქნას გამოყენებული. „ჩვენ მოვითხოვთ სანქციების გაზრდას, როგორც კი შესაძლებელი იქნება“ – ...

Read More »
ახალგორიდან მილსადენის გატანის დამუშავებული პროექტი არსებობს

ახალგორიდან მილსადენის გატანის დამუშავებული პროექტი არსებობს

მცოცავი ოკუპაციის შედეგად, ახალგორთან არსებული British Petrolium-ის ნავთობსადენის უკონტროლო ტერიტორია გაიზარდა. აღნიშნულ ნავთობსადენზე ფიზიკური კონტროლი კომპანიამ 2008 წლის ომის შემდეგ დაკარგა, მას შემდეგ, რაც რუსეთმა დეფაქტო საზღვარი გადმოსწია და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორია გაზარდა. კომპანიის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით Energynews-ი BP-ის დაუკავშირდა. BP- არის ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ოპერატორი კომპანია. ორგანიზაცია საქართველოში 1999-წლიდან უკვე 16 წელია ოპერირებს. „როგორც მოგეხსენებათ მილსადენის გარკვეული ნაწილი უკვე რამოდენიმე ...

Read More »

Bloomberg-ის პროგნოზი: ჩაანაცვლებს თუ არა ტრადიციულ ენერგიებს ალტერნატიული ენერგია

ბლუმბერგმა ტრადიციული განახლებადი ენერგიის გრძელვადიანი მიზნების შემაჯამებელი მიმოხილვა გამოაქვეყნა. შეფასება, რომელიც მთლიანად ფოკუსირებულია ელექტროენერგეტიკულ სისტემებზე და აბსოლუტურად უნიკალურ პროგნოზსს წარმოადგენს იმის შესახებ თუ როგორ განვითარდება ეს სფერო, 65 ქვეყნის საუკეთესო ტექნოლოგიური სფეროს ექსპერტებმა წარმოადგინეს. ბლუმბერგია ანგარიშში მიმოხილულია როგორც მზისა და ქარის ელექტროტექნოლოგიების პერსპექტივები, ისე ზოგადად ელექტროენერგიის მოხმარება და მომხმარებელთა დინამიკა. ბლუმბერგის აღნიშნული გამოცემა ასევე მოიცავს ახალი სისტემების დაგეგმის მშენებლობებს და ...

Read More »
საქართველოს ენერგოსისტემა ენგურჰესის ელექტროენერგიას თანდათანობით კარგავს

საქართველოს ენერგოსისტემა ენგურჰესის ელექტროენერგიას თანდათანობით კარგავს

საქართველოს ენერგოსისტემა „ენგურჰესის“ ელექტროენერგიას თანდათანობით კარგავს. 2015 წლის იანვარ-მაისში აფხაზეთის რეგიონში, “ჩერნომენერგომ” „ენგურისა“ და „ვარდნილის“ მიერ გამომუშავებული 1-თეთრიანი ელექტროენერგიის 60%-ზე მეტი წაიღო. და საერთოდ ასე ხდება ყოველ ზამთარს. მაშინ, როდესაც საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ელექტროენერგიის დეფეციტია და ქვეყანა დენის იმპორტს ეწევა, სეპარატისტებს ყველაზე პრობლემურ თვეებში ენგურის გამომუშავებული ენერგია თითქმის მთლიანად მიაქვთ. 1997 წელს დადებული სიტყვიერი შეთანხმების მიხედვით, ენგურჰესის და ვარდნილჰესების (გალის ...

Read More »
მილსადენის ირგვლივ შექმნილი პრობლემა წინა ხელისუფლების უგუნური პოლიტიკის ნაწილია

მილსადენის ირგვლივ შექმნილი პრობლემა წინა ხელისუფლების უგუნური პოლიტიკის ნაწილია

მცოცავი ოკუპაციის შედეგად, საოკუპაციო ხაზს იქით მოყოლილი BP-ის მილსადენის თაობაზე შექმნილ პრობლემას ენერგეტიკის მინისტრი ვიცე პრემიერი კახა კალაძე წინა ხელისუფლებას აბრალებს და მისი განცხადებით აღნიშნული პრობლემა მათი უგუნური პოლიტიკის ბრალია, ასევე, კალაძის განცხადებით მილსადენის პრობლემა ახალი არ არის და „დღეს“ არ დაწყებულა. „ეს პრობლემა დღეს არ დაწყებულა. ეს არის იმ უგუნური პოლიტიკის ნაწილი, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ მივიღეთ. 2008 წლის ...

Read More »
იაპონია მზის ენერგიას მალე კოსმოსიდან მიიღებს

იაპონია მზის ენერგიას მალე კოსმოსიდან მიიღებს

2008 წლის შემდეგ იაპონიის კოსმოსური სააგენტო ახალი მეთოდოლოგიის შემუშავებაზე მუშაობს, რათა შექმნას ტექნოლოგია, რომელის საშუალებით შესაძლებელი გახდება ელექტროენერგიის უკაბელოდ გადაცემა. კოსმოსური მზის ენერგიის სისტემის მიზანია 2030 წლამდე განხორციელდეს ორბიტალურ მზის პანელებზე ენერგიის გადაცემა. “Mitsubishi heavy” ინდუსტრიამ წარმატებულად ჩაატარა უკაბელო ენერგიის გადაცემის ტესტი და გამოსცადა  ტექნოლოგია, რომელიც კოსმოსიდან მზის ენერგიის მიღების პირველი საშუალება იქნება. ტესტში 10 კილოვატი ელექტროენერგია წარმატებულად გადაიცა მიკროტალღოვანი ...

Read More »
ნავთობკომპანიები ხელოვნურად გაზრდილი ფასების გამო ათობით მილიონი ლარით დაჯარიმდებიან

ნავთობკომპანიები ხელოვნურად გაზრდილი ფასების გამო ათობით მილიონი ლარით დაჯარიმდებიან

საქართველოში პირველად, კარტელური გარიგებისთვის ბიზნესი ჯარიმას გადაიხდის.  თავად ამ ფაქტის გარდა, უპრეცედენტოა ჯარიმის მოცულობაც, რომელიც ბიზნესკომპანიებს ეკისრება და ის რამდენიმე ათეულობით მილიონ ლარს შეადგენს. საუბარია საწვავის ბაზარზე, რომლის მოთამაშეებიც კარტელურ გარიგებასა და ფასების ხელოვნურ ზრდაში არიან მხილებულნი. კონკურენციის სააგენტომ პრაქტიკულად დაამთავრა საწვავის ბაზრის კვლევა და მივიდა დასკვნამდე, რომ ქართულ ბაზარზე მოქმედი ნავთობკომპანიები, 2009 წლიდან მოყოლებული, არღვევენ კონკურენციის შესახებ კანონის მე-7 ...

Read More »
სემეკმა კომერციულ ინტერესსა და ადამიანის უფლებებს შორის ბალანსი უნდა დაიცვას

სემეკმა კომერციულ ინტერესსა და ადამიანის უფლებებს შორის ბალანსი უნდა დაიცვას

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულმა კომისიამ ბალანსი უნდა დაიცვას, ადამიანის უფლებები იმის გამო არ უნდა დაირღვეს, რომ წინ ვიღაცის კომერციული ინტერესი დგას, განაცხადა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გედევან ფოფხაძემ. იგი სამომხმარებლო ტარიფების შესაძლო გადახედვის საკითხს გამოეხმაურა. მიგვაჩნია, რომ მარეგულირებელმა კომისიამ კომერციულ ინტერესსა და ადამიანის უფლებებს შორის ბალანსი უნდა დაიცვას. გვინდა, რიმ ეს ბალანსი დაცული იყოს. ჩვენი გამოსვლები მხოლოდ ამას ემსახურება და ...

Read More »