ენერგო ომბუდსმენი: მომართვიანობის რაოდენობა წინა წლებთან შედარებით გაზრდილია

ენერგო ომბუდსმენი: მომართვიანობის რაოდენობა წინა წლებთან შედარებით გაზრდილია

ენერგო ომბუდსმენის ოფისი უკვე ერთ წელზე მეტია, რაც ფუნქციონირებს. მისი მთავარი მოვალეობა არის მოქალაქეებისთვის კონსულტაციების გაწევა უკანონოდ დარიცხულ ჯარიმებთან დაკავშირებით. ომბუდსმენის ოფისთან მომართვიანობისა და ზოგადად ომბუდსმენის საქმიანობასთან დაკავშირებით საქართველოს ენერგო ომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი საუბრობს.

 სემეკმა თბოსადგურებისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის გაზრდის განხილვა 22 ივლისამდე გადადო. კომისიის მხრიდან ძირითად მიზეზად ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის მიერ კომანიებისგან გამოითხოვილი დამატებითი ინფორმაციის მიწოდები დროში გაჭიანურება სახელდება. თქვენი ინფორმაციით რატომ აგვიანებენ კომპანიები ინფორმაციის მიწოდებს?

რათქმაუნდა, ჩვენი სამსახური ჩართულია ამ პროცესში. ტარიფების დათვლა არ არის მარტივი პროცედურა. შესაბამისად დეპარტამენტმა დროულად ვერ მიიღო მოთხოვნლი ინფორმაცია. დასაზუსტებელია კონკრეტული დეტალები, თუმცა დაანონსებული თარიღი აღარ შეიცვლება და ტარიფების გადახედვა 22 ივლისს არ გადააცილებს.

შეიძლება თუ არა გადაჭრით ითქვას, რომ პროცესის გაჭიანურება კომპანიების ბრალია?

ამის გადაჭრით თქმა არ შეიძლება. კომპანია სემეკის მოთხოვნის საფუძველზე ვალდებულია ნებისმიერი ინფორმაცია წარმოადგინოს. შესაძლოა, საწყის ეტაპზე, დეპარტამენტმა არ ჩათვალა საჭიროდ კონკრეტული ინფორმაციის გამოთხოვნა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს აუცილებელი იყო ტარიფის გამოთვლის პროცესში. სწორედ ამ ინფორმაციების დაზუსტება მიმდინარეობს მარეგულირებელ კომისიაში.

საინტერესოა თქვენი სამსახურის მიმართ მომართვიანობის საკითხი.  გაზრილია თუ არა მომართვიანობის რაოდენობა?

მომართვიანობის რაოდენობა წინა წლებთან შედარებით, რათქმაუნდა, მაღალია. პირველი ორი კვარტლის შემდეგ დაახლოებით 1300 განცხადება შემოვიდა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგეტიკის შემდეგ მომართვიანობის რაოდენობით წყალმომარაგება ლიდერობს და ეს არ არის შემთხვევითი. განსაკუთრებით შესამჩნევია, ბოლო პერიოდში თბილისში გაუარესებული მომსახურება ხშირი წყალმომარაგების შეწყვეტის თვალსაზრისით. იყო შემთხვევები, როდესაც ავარიებისა და გეგმიური სამუშაოების გამო თბილისის მოსახლეობას წყალი არ მიეწოდებოდა. ეს იწვევს გარკვეულ უკმაყოფილებას, განსაკუთრები ზაფხულის პერიოდში და ამის ხარჯზე გაიზარდა მომართვიანობის რაოდენობა. ასევე, აღსანიშნავია ბუნერვი არითან დაკავშირებული მომართვიანობის რაოდენობის გარზდა, რაც ძირითადად ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთებამ გამოიწვია. სემეკმა წინა წელს გააიაფა ქსელზე მიერთების ტარიფი და 400 ლარიანი გახდა. ამ პროცესმა დიდი როლი ითამაშა აბონენტთა რაოდენობის გაზრდაში, მაგრამ, სამწუხაროდ კომპანიები ვერ ასწრებენ დადგენილ ვადაში გარკვეული  სამუშაოების დასრულებას.

იდგმება თუ არა ნაბიჯები ამ პრობლემის მოსაგვარებლად და თუ შეგიძლიათ კონკრეტული კომპანიების დასახელება?

გაზმომარაგების სექტორში მომართვიანობის მაჩვენებლებით ყაზტრანსგაზი არის ლიდერი. თბილისის მთავარი მომარაგებელი სწორედ ეს კომპანია გახლავთ და ჩვენც არ გვეგონა თუ ამდენი ოჯახი იყო ბუნებრივი არით მომარაგებას მოკლებული. თუმცა, SOCAR Georgia Gas–ის მიმართაც წამოვიდა საკმაოდ ბევრი საჩივარი ამ საკითხთან დაკავშირებით.

და ბოლოს, სუბსიდირებასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ. ლარის გაცვლითი კურსის მდგომარეობამ გვაჩვენა, რომ სუბსიდირების საჭიროება საკმაოდ რეალურია. უნდა მიმართოს თუ არა ხელისუფლებამ სუბსიდირების მეთოდს და არის თუ არა ეს გამოსავალი ?

სუბსიდირების თემას მარეგულირებელ კომისიაში ვერ განვიხილავთ, ეს საკითხი თავიდან ბოლომდე მთავრობის განსახილველია. მე, როგორც ობმუდსმენს, შემიძლია ვთქვა რომ, თუკი ეს იქნება შეღავათი მომხმარებლებისთვის და გააუმჯოსესებს მათ სოციალურ და მატერიალურ მდგომარეობას, ამ ნაბიჯს მივესალმები. მაგრამ, რა ეკონომუკურ შედეგებს მოიტანს სუბსიდირება, ამაზე პროგნოზს ვერ გავაკეთებ.

 

 

Leave a Reply