Bloomberg-ის პროგნოზი: ჩაანაცვლებს თუ არა ტრადიციულ ენერგიებს ალტერნატიული ენერგია

ბლუმბერგმა ტრადიციული განახლებადი ენერგიის გრძელვადიანი მიზნების შემაჯამებელი მიმოხილვა გამოაქვეყნა. შეფასება, რომელიც მთლიანად ფოკუსირებულია ელექტროენერგეტიკულ სისტემებზე და აბსოლუტურად უნიკალურ პროგნოზსს წარმოადგენს იმის შესახებ თუ როგორ განვითარდება ეს სფერო, 65 ქვეყნის საუკეთესო ტექნოლოგიური სფეროს ექსპერტებმა წარმოადგინეს.

ბლუმბერგია ანგარიშში მიმოხილულია როგორც მზისა და ქარის ელექტროტექნოლოგიების პერსპექტივები, ისე ზოგადად ელექტროენერგიის მოხმარება და მომხმარებელთა დინამიკა.

ბლუმბერგის აღნიშნული გამოცემა ასევე მოიცავს ახალი სისტემების დაგეგმის მშენებლობებს და ძველის მოდერნიზების დეტალურ ანალიზს ქვეყნებისა და სექტორების მიხედვით.

რაც შეეხება ელექტროენერგიაზე მოთხოვნას მსოფლიო მასშტაბით, იგი რადიკალურად განსხვავებულია განვითარებად და განვითარებულ ქვეყნებს შორის. ეს თავისმხრივ დამოკიდებულია ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებულობასა და ენერგოეფექტურობის პროფილზე. ანალიზებიდან ირკვევა, რომ 2040 წლისთვის მსოგლიოს ელექტროგენერირების სიმძლავრე სრულად გარდაქმნილი სახით იქნება წარმოდგენილი. თუ დღევანდელის სისტემის 2/3 წიაღისეული საწვავისგან შედგება, იმ დროისათვის ეს მაჩვენებელი ნულამდე იქნება დაყვანილი.

მომავალ 25 წლიან პერსპექტივაში, წიაღისეულ საწვავს და სხვა განახლებად ელექტროენერგიას ნელ–ნელა ქარისა და მზის ელექტროსადგურები ჩაანაცვლებენ. მიმოხილვაში ნათქვამია, რომ პოლიტიკაზე მეტად განახლებადი ენერგიის ათვისებასა და განვითარებაში ყველაზე მეტად ეკონომიკა ითამაშებს დიდ როლს. ამავე წელს წარმოებული განახლებადი რესურსებიდან ქარის ენერგია საშუალოდ 33%–ს გაუტოლდება, ხოლო მზის ენერგია განახლებადი რესურსების 48 პროცენტს დაიკავებს.

პროგნოზი

დღესდღეობით ევროპაში, ბრაზილიასა და ავსტრალიაში ქარის მეშვეობით მოპოვებული ელექტროენერგია გენერაციის პროცესში ყველაზე იაფი საშუალებაა და ექსპერტები 2026 წლისთვის ამ მონაცემების კიდევ უფრო შემცირებას ვარაუდობენ. განვითარებული ქვეყნები უკვე ცდილობენ რაც შეიძლება მალე გადავიდნენ ტრადიციული სისტემებიდან, უფრო მოქნილ და ცენტრალიზებულ ელექტრომოპოვების სისტემებზე. ამას აღნიშნულ მიმოხილვაში გაკეთებული პროგნოზებიც მოწმობს, სადაც ნათქვამია, რომ განვითარებადი ქვეყნები უახლოეს მომავალში 3–ჯერ უდიდი სიმძლავრის განახლებადი ენერგიის წყაროს შექმნიან, ვიდრე ეს უკვე განვიტარებულ ქვეყნებს აქვთ.

იზი ალადაშვილი

Leave a Reply