მცოცავი ოკუპაციის შედეგად, ახალგორთან არსებული British Petrolium-ის ნავთობსადენის უკონტროლო ტერიტორია გაიზარდა. აღნიშნულ ნავთობსადენზე ფიზიკური კონტროლი კომპანიამ 2008 წლის ომის შემდეგ დაკარგა, მას შემდეგ, რაც რუსეთმა დეფაქტო საზღვარი გადმოსწია და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორია გაზარდა. კომპანიის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით Energynews-ი BP-ის დაუკავშირდა.
BP- არის ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ოპერატორი კომპანია. ორგანიზაცია საქართველოში 1999-წლიდან უკვე 16 წელია ოპერირებს.
„როგორც მოგეხსენებათ მილსადენის გარკვეული ნაწილი უკვე რამოდენიმე წელია რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული, და მასზე ფიზიკურ კონტროლს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ ვერ ვახერხებდით, თუმცა არსებობს უამრავი საერთაშორისო სტანდარტი, რომლის მეშვეობითაც ნავთობსადენის მონიტორინგს მაინც ვახორციელებთ. ასე, რომ ეს პრობლემა დღეს არ დაწყებულა.“ -განაცხადა BP-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თამილა ჩანტლაძემ
საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს იმის განხილვა თუ რა სამომავლო გეგმები ექნება კომპანიას. ამასთან დაკავშირებით BP -ში აცხადებენ, რომ მილის უსაფრთხოდ მართვასთან დაკავშირებით რათქმაუნდა არსებობს განსხვავებული სცენარები და საჭიროების შემთხვევაში ეს სცენარები ამოქმედდეება, ასევე, არსებობს ახალგორის რაიონიდან მილსადენის გატანის დამუშავებული პროექტი, თუმცა ჯერჯერობით გადატანის დაწყების პროცესი განსაზღვრული არ არის.
რაც შეეხება მილსადენის უსაფრთხოებას, არსანიშნავია, რომ ამაზე პასუხისმგებელი საქართველოს ხელისუფლებაა და როგორც კომპანიაში განაცხადეს ამ მიმართულებით დღემდე არანაირი პრობლემა არ შექმნილა და საქართველოს მთავრობა თავის მოვალეობებს თავს კარგად ართმევს.
„აუცილებლად მინდა ავღნიშნო, რომ მილსადენის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი არის საქართველოს მთავრობა და ჩვენთვის ძალიან გასახარია, რომ ამ მიმართულებით არანაირი პრობლემა არ შექვქმნია და თანამშრომლობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.“-განაცხადა ჩანტლაძემ.
გიორგი კაპანაძე