2008 წლის შემდეგ იაპონიის კოსმოსური სააგენტო ახალი მეთოდოლოგიის შემუშავებაზე მუშაობს, რათა შექმნას ტექნოლოგია, რომელის საშუალებით შესაძლებელი გახდება ელექტროენერგიის უკაბელოდ გადაცემა. კოსმოსური მზის ენერგიის სისტემის მიზანია 2030 წლამდე განხორციელდეს ორბიტალურ მზის პანელებზე ენერგიის გადაცემა. “Mitsubishi heavy” ინდუსტრიამ წარმატებულად ჩაატარა უკაბელო ენერგიის გადაცემის ტესტი და გამოსცადა ტექნოლოგია, რომელიც კოსმოსიდან მზის ენერგიის მიღების პირველი საშუალება იქნება.
ტესტში 10 კილოვატი ელექტროენერგია წარმატებულად გადაიცა მიკროტალღოვანი ღუმელების ჯგუფში. ენერგიის მიღება 500 მეტრით დაშორებულ მიმღებ მოწყობილობაში დაფიქსირდა და ეს ენერგიის მანძილზე გადაცემაში საწყისი წერტილი გახდა. ტესტმა, ასევე, დაამტკიცა მართვის სისტემის გამართულობა, რომელსაც მიკროტალღოვანი სხივების მისამართად იყენებენ.
ტესტის შედეგების საფუძველზე შესაძლებელი ხდება იმაზე ფიქრი, რომ დედამიწამ ენერგია კოსმოსიდან მიიღოს. ამავე ტესტის შედეგებით შესაძლებელი ხდება უარი ვთქვათ ტრადიციულ საკაბელო გადამცემ ქსელებზე და ენერგიის გადაცემა კაბელის გარეშე მოხდეს. იაპონიის კოსმოსური სააგენტო ელის, რომ ახალი ტექნოლოგია გახდება ენერგიის მთავარი წყარო და სამომავლოდ, ამ მეთოდით გადაწყდება დედამიწის ენერგორესურსების პრობლემა.
კონცეპტუალური ფოტოები:
გიორგი კუკულაძე