Author Archives: energy

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის განვითარება“ გაიხსნა

საერთაშორისო კონფერენცია „ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის განვითარება“ გაიხსნა

დღეს, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა და ყირგიზეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ნურლან საბუკოვმა, საერთაშორისო კონფერეცია „ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის განვითარება“ გახსნეს. ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია ქ. ბათუმში, ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით იმართება და მასში საქართველოსა და ნორვეგიის დელეგაციების გარდა ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის რესპულიკების დელეგაციები მონაწილეობენ. კონფერენციას ასევე ესწრებიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები. აღნიშნული კონფერენციის მიზანი ოთხ ქვეყანას შორის ჰიდროენერგეტიკის, განახლებადი ენერგიის წყაროების, ინვესტიციების ...

Read More »
ნავთობის ფასი ბოლო 4 თვის მინიმუმზეა

ნავთობის ფასი ბოლო 4 თვის მინიმუმზეა

საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასების კლების ტენდენცია დაახლოებით 1 წლის წინ დაიწყო. დღეის მდგომარეობით ბოლო ოთხი თვის მონაცემებით ნავთობზე ფასები უკვე მინიმუმზეა ნავთობის გაიაფება დინამიკაში გრძელდება. ამერიკული ნედლი ნავთობის ღირებულება გუშინ ბარელზე 47 დოლარზე ჩამოსვლით ბოლო 4 თვის მინიმალურ მაჩვენებელზე დაფიქსირდა. დაიკლო ბრენტის ტიპის ნავთობის ფასმაც 2%-ით და მისმა ფასმა ღირებულებამ ბარელზე 53 დოლარი შეადგინა. ენერგეტიკის სფეროს ანალიტიკოსები ბოლო პერიოდის განმავლობაში ნავთობის ...

Read More »

პუტინის ევრაზიული “ოცნება” VS გაზი, როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური იარაღი

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემდგომ, მოსკოვმა ფორსირებულ რეჟიმში დაიწყო მუშაობა ევრაზიული კავშირის გასაძლიერებლად. პუტინი სულ უფრო აქტიურად მართავს შეხვედრებს პოსტ საბჭოთა ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მათ ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებისკენ მოუწოდებს. ოფიციალური მოსკოვი კავშირში გასაწევრიანებელ პოტენციურ წევრ ქვეყნებს სხვადასხვა სახის პრეფერენციებს სთავაზობს. ენერგომატარებლები კი რუსეთის მთავარი კოზირია, რომელსაც პუტინის ხელისუფლება სხვადასხვა ქვეყნებთან “სავაჭროდ” იყენებს. რუსეთისთვის სწორედ ბუნებრივი რესურსები ხდება ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური მიზნების განხორციელების გარანტი. ამ ...

Read More »
"გარდაბნის თბოსადგურზე" ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გაიცა

“გარდაბნის თბოსადგურზე” ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გაიცა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 7 სექტემბრის საჯარო სხდომაზე შპს „გარდაბნის თბოსადგურზე “ ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გასცა. ლიცენზიის შესაბამისად, თბოსადგურმა უნდა განახორციელოს ელექტროენერგიის წარმოების საქმიანობა და მიაწოდოს ელექტროენერგია კვალიფიციურ სუბიექტებს „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად. გარდაბანში მდებარე ახალი თბოსადგური ექსპლუატაციაში 2015 წლის აგვისტოში შევიდა. მისი დადგმული სიმძლავრე 231.2 მგვტ-ია, ხოლო ექსპლუატაციის ვადა – 25 წელი. აირი-ორთქლის კომბინირებული ციკლის ტიპის ...

Read More »
TANAP და „ბრძოლა რესურსებისთვის“

TANAP და „ბრძოლა რესურსებისთვის“

ახალ გეოპოლიტიკურ პირობებში დიდი იმედები მყარდება „სამხრეთის დერეფანზე“ და მის შემადგენელ „ტრანსანატოლიურ გაზსადენზე“ (შემოკლებით TANAP ). ბუნებრივი აირის იმპორტის დივერსიფიკაცია დასავლეთ ევროპის ქვეყნების დიდი ხნის ოცნებას წრმოადგენს, რადგან ევროპელები სწორედ ამაში ხედავენ ენერგეტიკული უსაფრთხოების პერსპექტივასა და დიპლომატიურ უპირატესობას. ჯერ კიდევ ორიათასიანი წლების დასაწყისში ევროპელებმა იმედით სავსე მზერა მიაპყრეს „ცისფერი საწვავის“ ალტერნეტიულ წყაროებს. თუმცა, ამ დრომდე, გაზსადენების პროექტების უმრავლესობა მხოლოდ ქაღლდზე ...

Read More »
მეცნიერებმა ახალი, პარაბოლის ფორმის მზის ელექტროსადგური შექმნეს (ფოტოკოლაჟი)

მეცნიერებმა ახალი, პარაბოლის ფორმის მზის ელექტროსადგური შექმნეს (ფოტოკოლაჟი)

ალტერნატიული ენერგიის წყაროების ათვისება და მისი პოპულარობა ყოველწლიურად იმატებს. ტექნიკოსები და მეცნიერები სულ უფრო აქტიურად მუშაობენ როგორც ქარის ისე მზის ენერგიის ათვისებისთვის საჭირო მოწყობილობების ტექნიკური გაუმჯობესების კუთხით. ამერიკელმა გამომგონებლებმა შეიმუშავეს ახალი ტექნოლოგია მზის ენერგიის ასათვისებლად. ახალი სადგური პარაბოლის ფორმისაა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი გაცილებით დიდია ვიდრე ტრადიციული მზის ელექტროსადგურის. პარაბოლის ფორმის სადგურების უპირატესობა არის ის, რომ სადგურს გაცილებით ნაკლები ტერიტორია ...

Read More »
ქვანახშირის ელეტროსადგურების მომაკვდინებელი საფრთხე

ქვანახშირის ელეტროსადგურების მომაკვდინებელი საფრთხე

აშშ-ში გამუდმებით მიდის დავა იმაზე, თუ რა შეიძლება შეიცვალოს ელექტროსადგურებში ქვანახშირის გამოყენებასთან და მის თანმხლებ ჯანმრთელობისთვის საშიშ რისკებთან დაკავშირებით. ქვანახშირის სადგურების გამონაბოლქვი, შეიცავენ ვერცხლისწყალს და სხვა მძიმე მეტალებს, რომლებიც, როგორც ცნობილია კანცეროგენულია და მათ უწვრილეს ნაწილაკებს შეუძლიათ ღრმად დაილექონ ფილტვებში, რაც ადამიანების ჯანმრთელობისვის ძალიან საშიშია. ამას ემატება ისიც, რომ გამონაბოლქვში შემავალი ნახშიროჟანგი ითვლება კლიმატის ცვლილების გამომწვევ ერთ-ერთი მიზეზად. ახლა უკვე ...

Read More »

ირინა მილორავა: თბილისელები დენის გაზრდილ ტარიფს ოქტომბრიდან გადაიხდიან

სემეკის გადაწყვეტილებით თბილისის მოსახლეობა გაზრდილ ტარიფს ოქტომბრიდან გადაიხდის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ირინა მილორავას განცხადებით, ტარიფების ზრდა გარდაუვალი იყო. როგორც მან კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ელექტროენერგიის შესყიდვის საფასური თითქმის 5 თეთრზე მეტით გაიზარდა, შესაბამისად, ეს კომპანია „თელასის“ ტარიფში აუცილებლად უნდა ასახულიყო, სხვა შემთხვევაში „თელასი“ ელექტროენერგიის შესყიდვას უბრალოდ ვერ შეძლებდა. მისივე თქმით, დღეს კომისიამ პრაქტიკულად ...

Read More »
კახა კალაძე: დღესაც გვიწევს მძიმე წარსულისგან ენერგეტიკის მკურნალობა

კახა კალაძე: დღესაც გვიწევს მძიმე წარსულისგან ენერგეტიკის მკურნალობა

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე საქართველოს გადამცემი ქსელის ათწლიანი გეგმის პრეზენტაციას ესწრება. როგორც სიტყვით გამოსვლისას კალაძემ აღნიშნა, საქართველოში აღარასდროს დაბრუნდება 90-იანი წლები და საქართველო აღარასდროს დაბრუნდება სიბნელეში. “ყველას კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ ერთჯერადი ხანმოკლე და იმპულსური ინოვაციებით და აქტივობებით ვერ ავალთ იმ სიმაღლეზე, რაც გვსურს ჩვენ და რაც სჭირდება თანამედროე სახელმწიფოს. დღესაც არის გარკვეული პრობლემები, ავარიები სისტემაში, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოძველების და ...

Read More »
ხუდონჰესის გამომუშავებული ენერგია მთელი წელი საქართველოში დარჩება

ხუდონჰესის გამომუშავებული ენერგია მთელი წელი საქართველოში დარჩება

ხუდონჰესის პროექტთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის შენიშვნები არსებობს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შენიშვნა იყო ის, რომ ინვესტორ კომპანიას გამომუშავებული ენერგიის საქართველოში დატოვების მხოლოდ 3 თვიანი ვალდებულება ჰქონდა. თუმცა ცვლილებების პაკეტის საფუძველზე ივნესტორი იღებს ვალდებულებას, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გამომუშავებული ენერგიის საქართველოს ენეერგეტიკაში დატოვებას გულისხმობს “ხუდონჰესის” პროექტში ცვლილება შედის. თუ ინვესტორი აქამდე ვალდებული იყო, გამომუშავებული ელექტროენერგია 3 თვის განმავლობაში საქართველოში დაეტოვებინა, ცვლილების შემდეგ მოუწევს, ...

Read More »