მეცნიერებმა ახალი, პარაბოლის ფორმის მზის ელექტროსადგური შექმნეს (ფოტოკოლაჟი)

მეცნიერებმა ახალი, პარაბოლის ფორმის მზის ელექტროსადგური შექმნეს (ფოტოკოლაჟი)

ალტერნატიული ენერგიის წყაროების ათვისება და მისი პოპულარობა ყოველწლიურად იმატებს. ტექნიკოსები და მეცნიერები სულ უფრო აქტიურად მუშაობენ როგორც ქარის ისე მზის ენერგიის ათვისებისთვის საჭირო მოწყობილობების ტექნიკური გაუმჯობესების კუთხით.

ამერიკელმა გამომგონებლებმა შეიმუშავეს ახალი ტექნოლოგია მზის ენერგიის ასათვისებლად. ახალი სადგური პარაბოლის ფორმისაა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი გაცილებით დიდია ვიდრე ტრადიციული მზის ელექტროსადგურის. პარაბოლის ფორმის სადგურების უპირატესობა არის ის, რომ სადგურს გაცილებით ნაკლები ტერიტორია სჭირდება.

როგორც ცნობილია მზის ენერგიის ათვისებით შესაძლებელი ხდება დედამიწის წიაღისეულ რესურსებზე უარის თქმა. თავის მხრივ ალტერნატიული ენერგიის ათვისება კლიმატური და ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებაში განხორციელებული ინვესტიციაა.

გარემოს დამცველი ორგანიზაციები აქტიურად ეწინააღმდეგებიან ენერგიის ტრადიცული წყაროების ათვისებას და ხშირად მათი რეკომენდაციები ალტერნატიული ენერგიის ათვისებას უკავშირდება. ალტერნატიული წყაროების ათვისება მნიშვნელოვნად გაზრდის ატმოსფეროში მავნე აირების ემისიას.

ანალიტიკოსებისა და ენერგეტიკის დარგის ექსპერტების პროგნოზებით, რამოდენიმე ათეული წლის შემდეგ ალტერნატიული ენერგიის წყაროები მთლიანად ჩაანაცვლებენ ტრადიცულ წყაროებს.

მზის და ქარის ელექტროსადგურების მშენებლობაში ერთ-ერთი ფაქტორი მისი მშენებლობის თვითღირებულების სიძვირეა და დიდი სადგურების მშენებლობა საკმაოდ დიდ მატერიალურ რესურსებთან არის დაკავშირებული, თუმცა ამ კუთხითაც საკმაოდ ოპტიმისტური პროგნოზები კეთდება და სამომავლოდ სადგურების მშენებლობის ღირებულება მნიშვნელოვნად შემცირდება იმდენად, რამდენადაც ელექტროსადგურების ტექნიკური მაჩვენებლები მარგი ქმედების კოეფიციენტის ზრდის ხარჯზე გაუმჯობესდება.

ds4

ds2

 

ds3

 

photo_csp_commercial_maricopa38_arizona_2010_high

 

editor-3pk3gt3lxq-d83cde9c3a6050e18fa229b6185802a5

energynews.ge

Leave a Reply