ქვანახშირის ელეტროსადგურების მომაკვდინებელი საფრთხე

ქვანახშირის ელეტროსადგურების მომაკვდინებელი საფრთხე

აშშ-ში გამუდმებით მიდის დავა იმაზე, თუ რა შეიძლება შეიცვალოს ელექტროსადგურებში ქვანახშირის გამოყენებასთან და მის თანმხლებ ჯანმრთელობისთვის საშიშ რისკებთან დაკავშირებით. ქვანახშირის სადგურების გამონაბოლქვი, შეიცავენ ვერცხლისწყალს და სხვა მძიმე მეტალებს, რომლებიც, როგორც ცნობილია კანცეროგენულია და მათ უწვრილეს ნაწილაკებს შეუძლიათ ღრმად დაილექონ ფილტვებში, რაც ადამიანების ჯანმრთელობისვის ძალიან საშიშია. ამას ემატება ისიც, რომ გამონაბოლქვში შემავალი ნახშიროჟანგი ითვლება კლიმატის ცვლილების გამომწვევ ერთ-ერთი მიზეზად.

ახლა უკვე ამ ყველაფერს უახლესი კვლევაც დაემატა, რომელიც ქვანახშირის წვის შედეგად მღებულ ნაცარში რადიოაქტიულობის მაღალ შემქცვევლობაზე მიუთიებს. ახალმა კვლევამ დიუკის უნვერსიტეტის ხელმძღვანელობით აღმოაჩინა რადიოაქტიული შემცვევლობა ამერიკის შეერთებული შტატების სამ უმსხვილეს ქვანახშირის საწარმოს მიერ ნახშირის წვის შედეგად მიღებულ ფერფლში.

კვლევა ყურადღებას ამახვილებს გარემოს დაბინძურების და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშ რისკებზე, რასაც იწვევს ქვანახშირის ნამწვავი, რომლის დასაწყობებაც არ არის რეგულირებული და ამჟამდ ინახება ნაგავსაყრელებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით.

„აქმდე, ისეთი ელემენტები, როგორიცაა დარიშხანი და სელენიუმი ითვლებოდნენ ქვანახშირის ფერფლის მთავარ დამაბინძურებლებად“, – განაცხადა დიუკის უნივერსიტეტის გარემოს დაცვის ნიკოლასის სკოლის გეოქიმიისა და წყლის ხარისიხის პროფესორმა – ავნერ ვენგოშმა.

კვლევა ასევე განიხილავს ისეთი რადიოაქტიული ელემენტების არსებობის შესაძლებლობას, როგორიცაა რადიუმის იზოტოპები და ტყვია.

რადიუმის იზოტოპები და ტყვია ბუნებრივად გვხვდება ქვანახშირში, როგორც მის შემადგენლობაში არსებული ურანისა და თორიუმის ქიმიური გვერდითი მოვლენები. ვენგოშის კვლევითმა ჯგუფმა გამოავლინა, რომ ქვანახშირის წვის პროცესში, რადიუმის იზოტოპები კონცენტრირდება ნახშირის ნაცრის ნარჩენებთან, ხოლო ტყვია ხდება ქიმიურად არასტაბილური და იწყებს ნამწვავის ნაწილაკების მიერთებას. ეს კი ფერფლის რადიოაქტიულობით დამატებით გაჯერებას იწვევს.

„რადიოაქტიული რადიუმი და ტყვია კონცენტრირდება ნამწვავის ნაწილაკებში, რომლებიც ცალკე აღებული, რა თქმა უნდა ძალიან მცირე ზომისაა, მაგრამ ნაგავსაყრელებსა და წყალსაცავებში ძალიან დიდი მოცულობით გვხვდება“ – განაცხადა ვენგოშის ლაბორატორიის დოქტორანტურის სტუდენტმა ნენსი ლოერმა, რომელიც აღნიშნული კვლევის ავტორი იყო.

ვენგოშმა, ლოერმა და მათმა კოლეგებმა რეცენზია ჟურნალის Environmental Science & Technology 2 სექტემბრის გამოშვებაში გამოაქვეყნეს.

კვლევა ჩატარდა იმ დროს, როდესაც აშშ-ს გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ ქვანახშირის ნამწვავის უტილიზაციასთან დაკავშირებული პირველი რეგულაცია იქნა მიღებული, რომელიც ოქტომბერში შევა ძალაში.

ამ ეტაპზე, ქვნახშირის ნამწვავი არ მოწმდება რადიოაქტიურობაზე, აღნიშნავს ვენგოში, ასე რომ, ჩვენთვის არ არის ცნობილი, თუ რა რაოდენობით ნარჩენია გაბნეული გარემოში და რა ზეგავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე იმ ადგილებში (ნაგავსაყრელები და წყალსატევების ტერიტორიები), სადაც ხდება მათი განთავსება. ჩვენი კვლევა გზას უხსნის აღნიშნული პოტენციური რისკ-ფაქტორის მომავალში უკეთესად შესწავლას.

ფილტრები, რომლებიც დამონტაჟებულია ამერიკის შეერთებული შტატების ელექტროსადგურების საკვამლე მილებზე იცავს ჰაერს დაბინძურებისგან ნახშირის წვის დროს, – აღნიშნა მან. მაგრამ, თუ მოხდა ქვანახშირის ნამწვის ჰაერში გაბნევა ან მისი მოხვედრა წყლებსა და ნიადაგში, ამან შეიძლება დიდი საფრთხე შექმნას.

„ფერფლის ნაწილაკების ზომის სიმცირის გამო, დიდი ალბათობაა რომ ისინი ჰაერში გაიფანტონ. ადამიანები, ვინც შეისუნთქავენ ასეთ ჰაერს, შეიძლება დიდი რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ, განსაკუთრებით თუ ყველაფერთან ერთად, ის რადიოაქტიულიც იქნება.“ – განაცხადა ლოერმა.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply