TANAP და „ბრძოლა რესურსებისთვის“

TANAP და „ბრძოლა რესურსებისთვის“

ახალ გეოპოლიტიკურ პირობებში დიდი იმედები მყარდება „სამხრეთის დერეფანზე“ და მის შემადგენელ „ტრანსანატოლიურ გაზსადენზე“ (შემოკლებით TANAP ).

ბუნებრივი აირის იმპორტის დივერსიფიკაცია დასავლეთ ევროპის ქვეყნების დიდი ხნის ოცნებას წრმოადგენს, რადგან ევროპელები სწორედ ამაში ხედავენ ენერგეტიკული უსაფრთხოების პერსპექტივასა და დიპლომატიურ უპირატესობას. ჯერ კიდევ ორიათასიანი წლების დასაწყისში ევროპელებმა იმედით სავსე მზერა მიაპყრეს „ცისფერი საწვავის“ ალტერნეტიულ წყაროებს. თუმცა, ამ დრომდე, გაზსადენების პროექტების უმრავლესობა მხოლოდ ქაღლდზე არსებობს.

თუმცა ამ პროექტის განხორციელებისას ევროკავშირი ყელამდე ჩაეფლო სხვადასხვა ტიპის რეგიონალური წინააღმდეგობების ჭაობში.

ევროპული პრიორიტეტეპი

„სამხრეთის დერეფანს“ უყოყმანოდ შეიძლება ეწოდოს ევროკავშირისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული ენერგეტიკული პროექტი, რადაგან მას შეუძლია მოახდინოს არა მხოლოდ   ენერგო რესურსების, მიწოდების და მარშრუტების დივერსიფიცირება, არამედ შეწყვიტოს რუსეთის მონოპოლია ევროპის მიმართულებით ენერგო რესურსების ექსპორტზე.

ყველაზე ზერელე შეხედულებით, „სამხრეთის დერეფნისს“ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილად სწორედ TANAP მოიაზრება, რომლის მეშვეობითაც 2019 წელს აზერბაიჯანული საბადოდან –  შაჰ-დენიზი ბუნებრივი აირი საქართველოს და თურქეთის გავლით საბერძნეთის საზღვრებამდე მივა. ამ გაზსადენის მეშვეობით ევროპელები 20 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შეტანას გეგმავენ თავიანთ ქვეყნებში. ამ დროს თურქეთი მიიღებს 6 მილიარდ კუბურ მეტრ „ცისფერ საწვავს“.

მომავალში იგეგემება გაზსადენის სიმძლავრის გააზრდა 31 მილიარდ კუბომეტრამდე. რაც შეეხება მშენებლობას, აზერბაიჯანში ის უკვე მიმდინარეობს, ხოლო 2015 წლის 17 მარტს ქ. ყარსში შედგა თურქული მონაკვეთის მილის ჩადების სიმბოლური ცერემონია.

თუმცა, როგორც უკვე ავღნიშნეთ, TANAP-ის გარშემო ყველაფერი არც ისე უღრუბლოა, როგორც ეს მის მთავარ ლობისტებს სურთ რომ იყოს. მაგალითად, ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს მილსადენის სრული დატვირთვა, რადგან აზერბაიჯანს არ შეუძლია  წლიურად ხსენებული  20 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიწოდება. საქმე იმაშია, რომ ამჟამად ბაქო მხოლოდ 16 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მოიპოვებს წელიწადში. გამოდის, რომ მოპოვებული გაზის მთელი მარაგი აზერბაიჯანმა უნდა გადაქაჩოს „ტრანსანატოლიურ მილსადენში“, ისე რომ თავისთვის არაფერი დაიტოვს. აქედან დასკვნა, საჭიროა დანაკლისის შევსება სხვა ქვეყნების საბადოების ბუნებრივი აირით. აქ კი კიდევ ერთი პრობლემა იჩენს თავს….

სად ვიშოვოთ გაზი?

პირველი ვინც, ბუნებრივი აირის პოტენციურ მომწოდებლებში მოიაზრება, რა თქმა უნდა, ირანია, რომლის მარაგები 17-ჯერ აღემატება აზებაიჯანისას. თავისი ბუნებრივი რესურსების ექსპორტზე გაგზავნა და საჭიროების შემთხვევაში მოპოვების მოცულობის გაზრდა თეირანისთვის დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, თუმცა პირველ დაბრკოლებას ირანელების ამ პროექტში მონაწილეობისთვის დასავლური სანქციები წამროადგენს.

ბრიუსელი ირანული გაზის შესახებ ბევრს საუბრობდა, თუმცა სანქციებს არ შეხებია. ამ დროს, სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის მოგვარების გარეშეც თეირანის პროექტში მონაწილეობაზე საუბარიც კი ზედმეტია. ალბათ სწორედ ეს იყო ირანთან ატომური პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების მკვეთრი გააქტიურების მიზეზი, რის შედეგადაც მოხდა წინასწარი შეთანხმების მიღწევა.

ზოგიერთი მონაცემის მიხედვით, 2014 წლის ნოემბერში სანქციების ნაწილის მოხსნის  სანაცვლოდ ამერიკულმა მხარემ თეირანს  TANAP-ის პროექტში ჩართვის მეშვეობით, აზერბაიჯანთან ერთად, ევროპაში მიმავალი „საერთო ენერგოდერეფნის“ შექმნა შესთავაზა.

თუმცა, უნდა გვესმოდეს, რომ მიუხედავად მოლაპარაკებებში მიღწეული მნიშვნელოვანი წინსვლისა და წინაწარი შეთახმებების მიღწევისა, ირანის პროექტში მონაწილეობა ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი.

პირველ რიგში, ატომური პროგრამის შესახებ ხსენებული წინაწარი შეთანხმების ბევრი პუნქტის რეალიზება შესაძლებელია ნებისმიერ მომენტში ჩაიშალოს, რადგან თეთრ სახლთან სიფრთხილეა საჭირო. (გარდა ამისა, არავინ იცის, თუ როგორი იქნება ვაშინგტონის პოლიტიკა არჩევნების შემდეგ).

მეორე საკითხი გახლავთ ის, რომ თეირანის TANAP-ის პროექტში ჩართვა გამოიწვევს ირანის დაპირისპირებას ცენტრალურ აღმოსავლეთში მის მთავარ მოკავშირე რუსეთთან. ამან კი შეიძლება ძალიან მძიმე შედეგებამდე მიიყვანოს ორივე მხარე: მოსკოვი დაკარგავს ძირითად მოკავშირეს ახლო აღმოსავლეთში, თეირანი კი მთავარ დამცველს აშშ-სთან და ისრაელთან პოტენციურად მოსალოდნელ კონფლიქტში. არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე ჩინეთიც, რომელიც ანტი-ამერიკული ბლოკის ერთ-ერთი მთავარი წევრია და სადაც ირანი თავისი მარაგების მნიშვნელოვან ნაწილს აგზავნის. მით უმეტეს, რომ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად პეკინმა აქტიური მზადება დაიწყო ირანისა და პაკისტანის დამაკავშირებელი მილსადენის მშენბლობისთვის, რომელთანაც ჩინეთს ასევე მეგობრული ურთიერთობა აქვს.

მესამე ასპექტი ასევე დაკავშირებულია „ცისფერ საწვავთან“ და გეოპოლიტიკურ მიზნებთან. საქმე იმაშია, რომ ირანს ძალიან ცოტა სტაბილური ბაზარი აქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის არის თურქეთი: ირანი თურქეთის ბუნებრივი აირის შიდა მოთხოვნის 25%-ს აკმაყოფილებს. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ  იმ განსხვავებულ პოზიციებს, რომელიც უჭირავთ ანკარასა და თეირანს სირიის, ერაყის და იემენის საკითხებთან დაკავშირებით, მოინდომებს კი თეირანი ასეთ დროს, ექსპორტის მოცულობის გაზრდას თურქეთის მილსადენის მეშვეობით? ეს ხომ ნიშნავს, ნატოს წევრი ქვეყნისთვის თავისი რესურსების მთავარი ტრანზიტორის როლის მინიჭებას. ალბათ სწორედ ესაა მიზეზი, რომე ჯერ კიდევ 2011 წელს გაჩნდა იდეა ერაყის, სირიის და კვიპროსის გავლით საბერძნეთში მიმავალი, ანუ თურქეთის გვერდის ავლით, მილსადენის მშენებლობისა. არც აშშ-ს და არც მის არაბ მოკავშირეებს (განსაკუთრებით კატარს) ეს, რა თქმა უნდა არ აწყობდათ. შემთხვევითობას უნდა მივაწეროთ თუ არა ის, რომ ამის შემდეგ,  ჯერ სირიაში და შემდეგ უკვე ერაყში დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტები, რის გამოც ხსენებული გაზსადენის მშენებლობა შეუძლებელი გახდა? (სხვათა შორის, ნებსით თუ უნებლიედ, სირიაში მიმიდნარე ომს დიდი მოგება მოაქვს თურქეთის ეკონომიკისთვისაც. ათეული მილიონობით ტონა ირანული ნავთობი და გაზი სირიის პორტების ნაცვლად, ახლა უკვე თურქეთის პორტებშია განლაგებული. ამ პროცესმა კიდევ უფრო აქტიური ხასიათი მიიღო მას შემდეგ, რაც 2014 წელს ამერიკულმა ავიაციამ გაანადგურა სირიაში მომუშავე თითქმის ყველა ნავთობ და გაზგადამამუშავებელი ქარხანა).

ასე რომ, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, რომ ირანი თავის ბუნებრივი აირით მოამარაგებს TANAP-ის მილსადენებს, რაც გამოიწვევს თურქეთის გეოპოლიტიკური როლის გაზრდას.

თურქმენული ალტერნატივა?

ირანთან ერთად „ტრანსანატოლიურ გაზსადენში“ ბუნებრივი აირის დანაკლისის შევსება სხვა ქვეყნებსაც შეუძლიათ. პირველ რიგში კი, რა თქმა უნდა, თურქმენეთს, რომლის გაზის მარაგები 13-დან 21 ტილიონამდე კუბური მეტრია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით მეოთხე მაჩვენებელია.

ანაკარა და ბაქო უკვე აქტიურად მუშაობაენ ამ მიმართულებით. მაგალითად, 2015 წლის თებერვლის დასაწყისში აშხაბადში შედგა შეხვედრა თურქმენეთის, აზერბაიჯანის და თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. ამ მოლაპარაკებების შემდეგ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ „თურქეთი და აზერბაიჯანი მოუწოდებენ თურქმენეთს შეუერთდეს TANAP-ის პროექტს“.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თურქეთი უკვე არა ერთი წელია აქტიურ ზეგავლენას ახდენს თურქმენეთის ეკონომიკაზე. მაგალითისთვის, ამ შუააზიური ქვეყნის სამშენებლო სფეროში მოღვაწე უცხოურ კომპანიებს შორის ლიდერობენ სწორედ თურქული ფირმები.

თუმცა, წყალქვეშა დინებებს აქაც ვაწყდებით. აშხაბადი უკვე ყიდის თავის გაზს რუსეთში, ჩინეთში და ირანშიც კი. მოპოვებული თითქმის წლიური 77 მილიარდი კუბური მეტრი „ცისფერი საწვავიდან“ ექსპორტზე დაახლოებით 44 მილიარდი კუბურიმეტრი გადის (აქედან თითქმის ნახევარი ჩინეთში). ქვეყანა, რა თქმა უნდა, აქტიურად მუშაობს გაზის მოპოვების მოცულობის გაზრდაზე, მაგრამ ის უკვე გაწერილია, მით უმეტეს, რომ მოპოვებით სამუშაოებს ჩინური ბანკები აფინანსებენ. გარდა ამისა 2012 წელს აშხაბადმა ხელი მოაწერა პეკინთან შეთანხმებას ბუნებრივი აირის ექსპორტის გაზრდაზე 65 მილიარდ კუბურ მეტრამდე წელიწადში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უახლოეს 10-12 წლის განმავლობაში მოპოვებული თურქმენული გაზი უკვე გაყიდულია ჩინეთზე. ამრიგად, თურქმენთი მჭიდრო კავშირიშია თვის აზიელ მეზობელთან და ნაკლებად არის დაინტერესებული ევროკავშირის პრობლემების მოგვარებით.

თუმცა, ზოგიერთი გეოპოლიტიკური მოთამაშე ზემოქმედების დამატებით ბერკეტებს ფლობს. უკვე რამოდენიმე თვეა ისმის ხმები თურქმენეთის საზღვართან სხვადასხვა არაფორმალური დაჯგუფებების გამოჩენის შესახებ, დაწყებული „თალიბანის“ და დამთავრებული „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებით. ქვეყნის მომავლისადმი შიში კი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ აშხაბადი იძულებული გახდა თავისი ოკეანის  „პარტნიორების“ დაჟინებული თხოვნისთვის ეპასუხა, რომელთაც ფაქტობრივად ექსკლუზიური უფლება მოიპოვეს თურქმენეთის „დაცვაზე“. ბრიუსელიც, თავის მხრივ, ცდილობს დაარწმუნოს აშხაბადი, რათა მან სხვა ქვეყნებისთვის განკუთვნილი (პირველ რიგში კი რუსეთისთვის) გაზის ნაწილი ევროპის მიმართულებით TANAP-ის მეშვეობით გაუშვას. მაგრამ ამ პროექტში მონაწილეობის შემთხვევაში უცხოურ კომპანიებს, რომლებიც პროცესში იქნებიან ჩართულნი, უფლება ექნებათ გარკვეული წილი მიიღონ თურქმენეთში მოპოვებული გაზიდან. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მოგების დიდი ნაწილი გვერდს აუვლის თურქმენეთის ბიუჯეტს, რაც, რა თქმა უნდა, მიუღებელია ქვეყნის ხელისუფლებისთვის. ამის ნათელი მაგალითია აზერბაიჯანი, რომელმაც მოაწერა ხელი ტანაპის შეთანხმებას, რის მიხედვითაც მოგების 30% ეკუთვნის თურქულ „ბოტასს’, ხოლო კიდევ 12% ბრიტანულ BP-ს.

თურქმენეთის პროექტში ჩართვის მთავარ დაბრკოლებას, რა თქმა უნდა, ეს „წვრილმანები“ არ წარმოადგენენ. მთავარი და ჯერ კიდევ გადაუჭრელი საკითხი კასპიის ზონაა. საქმე იმაშია, რომ თურქმენული გაზის ევროპისთვის მიწოდების ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი, პოტენციურად 300 კილომეტრიანი „ტრასკასპიური გაზსადენია“.  თუმცა ამისთვის საჭიროა, რომ ხუთმა კასპიისპირა სახელმწიფომ განსაზღვროს კასპიის ზღვის სტატუსი. რუსეთი და ირანი მოითხოვენ, რომ მილსადენის მშენებლობის შემთხვევაში, გათვალისწინებული იქნეს ხუთივე ქვეყნის ინტერესი. ასევე ნათელია, რომ ახალი მარშრუტი, რომელიც გვერდს აუვლის ამ ორ ქვეყანას (რუსეთს და ირანს) მათთვის მიუღებელია. შესაბამისად თურქმენეთის TANAP-ის პროექტში ჩართვა უახლოეს მომავალში ნაკლებად სავარაუდოა.

დასკვნა

„ტრანსანატოლიური გაზსადენი“ შეიძლება მართლაც გამხდარიყო ევროკავშირისთვის ენერგორესურსების დივერსიფიკაციის ერთ-ერთი საშუალება. თუმცა, ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები იმდენად დაუცველს ხდის მას, რომ მისი რომელიმე მონაკვეთის დატვირთვის შემთხვევაშიც კი, შანსები TANAP-ის პროექტის სრულფასოვნად ამუშავებისა ძალიან ცოტაა.

გარდა ამისა, თურქეთმა მიიღო ახალი წინადადება რუსეთისაგან _ პროექტი „თურქული ნაკადი“, რომელიც „ტრანსანატოლიური გაზსადენისაგან’ განსხვავებით, იმდენად მომგებიანია, რომ არჩევანის გაკეთებას მნიშვნელოვნად აადვილებს. გარდა ამისა, ახალი პროექტი მისაღებია აბსოლიტურად ყველა უშუალო მონაწილისათვის (ევროპა, თურქეთი და რუსეთი). ის მიუღებელია მხოლოდ ერთი მხარისათვის, რომელიც, რა თქმა უნდა, გააგრძელებს თავის გეოპოლიტიკურ თამაშს,  მათ შორის TANAP-ის პროექტის ხელშეწყობით. შეძლებენ კი ბრიუსელი და ანკარა უარის თქმას მათთვის მიუღებელ პროექტზე, რომელსაც თავს ახვევენ მათი კოლეგები ჩრდილოატლანტიკური ალიანსიდან? ამ კითხვაზე დამოკიდებული ძალიან ბევრი რამ.

Muslim Politic

თარგმნა, ნინო სამადაშვილმა

Leave a Reply