Author Archives: energy

საქართველო ელ.ენერგიის ტრანზიტისთვის ყოველთვიურად ნახევარ მილიონ ლარს მიიღებს

საქართველო ელექტროენერგიის ტრანზიტისთვის ყოველთვიურად ნახევარ მილიონ ლარს მიიღებს

საქართველოს გავლით, აზერბაიჯანიდან თურქეთში ელექტროენერგიის ტრანზიტისთვის ჩვენი ქვეყანა ყოველთვიურად დაახლოებით, ნახევარ მილიონ ლარს მიიღებს , – ამის შესახებ “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” გენერალურმა დირექტორმა, სულხან ზუმბურიძემ განუცხადა. მისი თქმით, აზერბაიჯანელ კოლეგებთან ნოემბერში საკმაოდ ინტენსიური მოლაპარაკებები გაიმართა და მოხდა შეთანხმება მრავალ დეტალზე, რომელიც ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილია. “ამ ეტაპისთვის ხელშეკრულების დაზუსტება მიმდინარეობს და არის ვარაუდი, რომ მომავალი წლის დასაწყისიდან ჩვენ უკვე შევძლებთ საქართველოს გავლით ...

Read More »
ინტერ რაო სპეციელური კომისია: საქართველო ზამთრის სეზონს მომზადებული ხვდება

ინტერ რაო სპეციელური კომისია: საქართველო ზამთრის სეზონს მომზადებული ხვდება

კომპანია “თელასი” 2015-2016 წლის შემოდგომა–ზამთრის სეზონს მომზადებული ხვდება, – ამგვარი დასკვნა გააკეთა “ინტერ რაო”-ს სპეციალურმა კომისიამ, რომელმაც სს “თელასის” სამეწარმეო აქტივების შემოდგომა–ზამთრის სეზონისთვის მზადყოფნა შეამოწმა და კომპანიას შესაბამისი პასპორტი გადასცა. შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის მზადებას კომპანია “თელასი” ყოველწლიურად გაზაფხულზე იწყებს. სს “თელასის” გენერალური დირექტორის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა კომისია, რომელიც შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვასა და განხორციელებაზე იყო პასუხისმგებელი. როგორც “ინტერპრესნიუსს” კომპანია “თელასიდან” აცნობეს, გეგმის ...

Read More »
სულხან ზუმბურიძე: ქვეყანა ზამთრის სეზონს მომზადებული ხვდება

სულხან ზუმბურიძე: ქვეყანა ზამთრის სეზონს მომზადებული ხვდება

ჩვენ ჩამოვაყალიბეთ მობილური ჯგუფები და ყველანაირად მზად ვარ, რომ ზამთარს შევხვდეთ მობილიზებულები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ სასტუმრო “რედისონში” განუცხადა, სადაც ენერგეტიკული კომპანიების მიერ მუშაობის ერთობლივი ანგარიშის წარდგენა მიმდინარეობს. როგორც სულხან ზუმბურიძემ აღნიშნა, დღეს საქართველოს ენერგოკომპანიები და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა წარმოადგენს თავის გეგმებს თუ როგორც ემზადებიან ზამთრის პერიოდისთვის, რა სარეაბილიტაციო სამუშაოები გაკეთდა ბოლო ...

Read More »
კახა კალაძე: გაზპრომის ხელმძღვანელთან შეხვედრის თარიღი ჯერ გადაწყვეტილი არ არის

კახა კალაძე: გაზპრომის ხელმძღვანელთან შეხვედრის თარიღი ჯერ გადაწყვეტილი არ არის

ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერის, კახა კალაძის განცხადებით, “გაზპრომის” ხელმძღვანელთან სამომავლო შეხვედრის თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს “გაზპრომთან” დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა. “რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, თუ როდის იქნება სამომავლო შეხვედრა. თუმცა, როცა თარიღი ცნობილი გახდება, თქვენც გეცოდინებათ და საზოგადოებასაც”, – განაცხადა კახა კალაძემ. რაც შეეხება აქციას, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან ...

Read More »
ბრიტანეთის ხელისუფლება ქვანახშირის ენერგიაზე უარს ამბობს

ბრიტანეთის ხელისუფლება ქვანახშირის ენერგიაზე უარს ამბობს

მთავრობის გადაწყვეტილებით, დიდი ბრიტანეთი, ქვანახშირის სადგურებს ხურავს. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, ამბერ რუდი ადასტურებს მთავრობის გადაწყვეტილებას, “უსაფრთხოებისა და გარემოს დაბინძურებისგან თავის დასაცავად დაიწყება ქვანახშირების სადგურების დახურვა, ეს პროცესი დასრულდება 2025 წელს.” ამჟამად, ბრიტანული საწვავის უმეტესობა, წიაღისეული საბადოებიდან მოდის, მათ 28%-ს ქვანახშირი შეადგენს, ხოლო 48%-ი ბუნებრივ აირია. მთავრობა გეგმავს, უფრო უსაფრთხო და საიმედო გზის მოძიებას საწვავისთვის. ბრიტანეთის მთავრობა იმედოვნებს, რომ მოიძიებს და ...

Read More »
25 ნოემბერს კონფერენცია „ჰიდროლოგიური და წყლის ხარისხის მონიტორინგის სისტემები“ გაიმართება

25 ნოემბერს კონფერენცია „ჰიდროლოგიური და წყლის ხარისხის მონიტორინგის სისტემები“ გაიმართება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და  შპს „ჰიდროდიაგნოსტიკის“ ინიციატივით, 2015 წლის 25 ნოემბერს  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მცირე საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება სემინარი- კონფერენცია „ჰიდროლოგიური და წყლის ხარისხის მონიტორინგის სისტემები“-ის თაობაზე. განსახილველი თემები მოიცავს ბუნებრივი (ჰიდროლოგიური) პროცესების კონტროლის მონიტორინგის სისტემებს, აგრეთვე მათი გამოყენების სფეროებსა და ინსტრუმენტალურ ბაზას. მსგავსი მონიტორინგის სისტემები პრაქტიკაში გამოიყენება წყლის მენეჯმენტისათვის, წყალდიდობის პროგნოზირებისთვის და ადრეული შეტყობინების სისტემებისთვის. სემინარზე მოხსენებით გამოვლენ როგორც ...

Read More »
იმერეთში ახალი “ხანი ჰესი 7” აშენდება

იმერეთში ახალი “ხანი ჰესი 7” აშენდება

იმერეთში “ხანი ჰესი 7” აშენდება და პროექტის განხორციელებაში 10,56 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. იმერეთში ახალ ჰესს კომპანია პს „ჯჯპ სანალია“ ააშენებს, რომელმაც ეს უფლება მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვების შედეგად მოიპოვა. იმერეთის რეგიონში, მდინარე ხანისწყალზე ასაშენებელი „‪ხანი ჰესი 7”-ის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების მიზნით ინტერესთა გამოხატვა ენერგეტიკის სამინისტრომ აგვიტოში, კომპანია შპს ...

Read More »
თანამედროვე ტექნიკით დღეში 100 მეტრის სიგრძის გზის დაგებაა შესაძლებელი (ფოტო+ვიდეო)

თანამედროვე ტექნიკით დღეში 100 მეტრის სიგრძის გზის დაგებაა შესაძლებელი (ფოტო+ვიდეო)

ჰოლანდიელმა მექანიკოსებმა შექმნეს ახალი, თანამედროვე, მოსაპირკეთებელი მანქანა, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ქვაფენილის დაგებას უზრუნველყობს. ქვაფენილის ფილების გზა ერთგვარად, ასფალტის გზის ალტერნატივად ითვლება, თუმცა ასეთი ტიპის გზის საფარის დაგებას მიმართავენ ისეთ ადგილებში სადაც მოძრაობა შედარებით ნაკლებად ინტენსიურია. ქვაფენილები, ასევე, გამოიყენება ესთეტიკური მიზნებისთვის, მაგალითად ბულვარებისა და ტურისტული ქუჩების მოსაპირკეთებლად. ეგრეთწოდებული “გზის პრინტერი” ჯერ კიდევ დახვეწის პროცესშია და ჯერჯერობით ცოცხალი სამუშაო ძალის დახმარებას კიდევ საჭიროებს, თუმცა ...

Read More »
ნავთობზე ფასი 40 დოლარზე ქვევით ჩამოვიდა

ნავთობზე ფასების ვარდნა გრძელდება

ნავთობის გადაჭარბებული მარაგის ფონზე, აგვისტოს შემდეგ პირველად, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი 40 დოლარს ქვევით ჩამოვიდა. “ბლუმბერგის” ცნობით, ნიუ იორკის სასაქონლო ბირჟაზე WTI-ის ნავთობი 0,54 დოლარით დაეცა და ბარელზე 39,91 დოლარი შეადგინა, რაც მინიმალური მაჩვენებელია 27 აგვისტოს შემდეგ. 0,11 დოლარით შემცირდა “ბრენტის” მარკის ნავთობის ფასი, რომელმაც ბარელზე 43,46 დოლარი შეადგინა. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მონაცემებით, ნავთობის მსოფლიო მარაგმა თითქმის 3 მილიარდ ბარელს ...

Read More »
რუსეთი მზადაა ირანთან და აზერბაიჯანთან ერთად, ერთიანი ენერგოსისტემა შექმნას

რუსეთი მზადაა ირანთან და აზერბაიჯანთან ერთად, ერთიანი ენერგოსისტემა შექმნას

რუსეთის ფედერაცია ადასტურებს მზადყოფნას და თავის ინტერესს იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა შეიქმნას ერთიანი ენერგოსისტემა რუსეთის ირანის და აზერბაიჯანის მონაწილეობით. ენერგოსისტემების გაერთიანების შესახებ, რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ალექსანდრე ნოვაკმა, რუსეთ-ირანის, რიგით მე-12-ე, სვაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კონფერენციაზე ისაუბრა. როგორც ნოვაკმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სპეციალური სამუშაო ჯგუფი აღნიშნული ინიციატივის ტექნიკურ-ეკონომიკურ შესწავლას განახორციელებს. კვლევის ძირითადი სამიზნე კი ენერგოსისტემების გაერთიანების ოპტიმალური მეთოდები და ურთიერთჩართვის განვითარების საგზაო რუკა იქნება. ...

Read More »