იმერეთში “ხანი ჰესი 7” აშენდება და პროექტის განხორციელებაში 10,56 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.
იმერეთში ახალ ჰესს კომპანია პს „ჯჯპ სანალია“ ააშენებს, რომელმაც ეს უფლება მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვების შედეგად მოიპოვა.
იმერეთის რეგიონში, მდინარე ხანისწყალზე ასაშენებელი „ხანი ჰესი 7”-ის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების მიზნით ინტერესთა გამოხატვა ენერგეტიკის სამინისტრომ აგვიტოში, კომპანია შპს „სვს-საქართველოს” განაცხადის საფუძველზე გამოაცხადა.
„ხანი ჰესი 7“-ის დადგმული სიმძლავრე 6.4 მვტ-ია, წლიური გამომუშავება კი 48.1 მლნ კვტ.სთ-ია.