რუსეთის ფედერაცია ადასტურებს მზადყოფნას და თავის ინტერესს იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა შეიქმნას ერთიანი ენერგოსისტემა რუსეთის ირანის და აზერბაიჯანის მონაწილეობით.
ენერგოსისტემების გაერთიანების შესახებ, რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ალექსანდრე ნოვაკმა, რუსეთ-ირანის, რიგით მე-12-ე, სვაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კონფერენციაზე ისაუბრა.
როგორც ნოვაკმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სპეციალური სამუშაო ჯგუფი აღნიშნული ინიციატივის ტექნიკურ-ეკონომიკურ შესწავლას განახორციელებს. კვლევის ძირითადი სამიზნე კი ენერგოსისტემების გაერთიანების ოპტიმალური მეთოდები და ურთიერთჩართვის განვითარების საგზაო რუკა იქნება.