ჰოლანდიელმა მექანიკოსებმა შექმნეს ახალი, თანამედროვე, მოსაპირკეთებელი მანქანა, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ქვაფენილის დაგებას უზრუნველყობს.
ქვაფენილის ფილების გზა ერთგვარად, ასფალტის გზის ალტერნატივად ითვლება, თუმცა ასეთი ტიპის გზის საფარის დაგებას მიმართავენ ისეთ ადგილებში სადაც მოძრაობა შედარებით ნაკლებად ინტენსიურია. ქვაფენილები, ასევე, გამოიყენება ესთეტიკური მიზნებისთვის, მაგალითად ბულვარებისა და ტურისტული ქუჩების მოსაპირკეთებლად.
ეგრეთწოდებული “გზის პრინტერი” ჯერ კიდევ დახვეწის პროცესშია და ჯერჯერობით ცოცხალი სამუშაო ძალის დახმარებას კიდევ საჭიროებს, თუმცა მათი როლი მინიმუმამდეა დაყვანილი და პროცესის ტექნიკურ უზრონველყოფას თავიდან ბოლომდე სპეციალური მანქანა ახორციელებს.
The Tiger Stone მანქანას, დღეში დაახლოებით 100 მეტრის სიგრძის და 3 მეტრი სიგანის გზის საფარის დაგება შეუძლია.