მთავრობის გადაწყვეტილებით, დიდი ბრიტანეთი, ქვანახშირის სადგურებს ხურავს. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, ამბერ რუდი ადასტურებს მთავრობის გადაწყვეტილებას, “უსაფრთხოებისა და გარემოს დაბინძურებისგან თავის დასაცავად დაიწყება ქვანახშირების სადგურების დახურვა, ეს პროცესი დასრულდება 2025 წელს.”
ამჟამად, ბრიტანული საწვავის უმეტესობა, წიაღისეული საბადოებიდან მოდის, მათ 28%-ს ქვანახშირი შეადგენს, ხოლო 48%-ი ბუნებრივ აირია. მთავრობა გეგმავს, უფრო უსაფრთხო და საიმედო გზის მოძიებას საწვავისთვის.
ბრიტანეთის მთავრობა იმედოვნებს, რომ მოიძიებს და ინვესტირებას გაუკეთებს, ბუნებრივ და უფრო დაცულ ენერგიის წყაროს, როგორიცაა მაგალითად, მზის ენერგია, ქარი, წყალი. მათი მიზანია 2020 წლისთვის ბრიტანეთის ტერიტორიაზე შემცირდეს გარემოს დაბინძურების მაჩვენებელი და მოხდეს ახალი ენერგეტიკული ინსფრასტრუქტურის აქტიური გამოყენება.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ჯერჯერობით არ სუბსიდირებს ქარის წისქვილებს და ფერმებს სანაპირო ზოლზე, კერძო კომპანიები ახორციელებენ ინვესტიციების ჩადებას და უზრუნველყოფენ ახალ პროექტებს. გასულ თვეში, დანიის უდიდესმა ენერგეტიკულმა კომპანიამ Dong-მა და Norway’s Statoil-მა დააანონსა ახალი პროექტის შესახებ, რომლის თანახმად ისინი იწყებენ, მსოფლიოში ყველაზე დიდი და მცურავი ქარის წისქვილების მშენებლობას.