Author Archives: energy

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი იზრდება

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: 2021 წლის იანვარ-ივლისის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 631.4 ათასი ტონა, რაც 23.1 ათასი ტონით ანუ 3.8%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (608.3 ათასი ტონა) შედარებით და 50,1 ათასი ტონით ანუ 8,6%-ით პანდემიამდე არსებული 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (581,3 ათასი ტონა) შედარებით. მათ შორის,  2021 წლის პირველი 7 თვის განმავლობაში ...

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის  30 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  73.41 (+ 0.71)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  69.21 (+ 0.47)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

დღეს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 31 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაცის „თელასი“ ავრცელებს. ნაძალადევის რაიონი –  10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების, გუდამაყრის, დავით გარეჯელის, მუხრანის, ტიბაანის, ხორნაბუჯის, ჩარგლის, თიანეთის, მამუკა ბეინაშვილის და გლინკას ქუჩების მოსახლეობას. კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის, ბეთლემის, კოტე აფხაზის, შოთა ნიშნიანიძის, ორბელიანის, სამღებროს, შარდენის,  თუმანიანის, საადის, აბანოს, ახუნდოვის, იოსებ გრიშაშვილის, მირზა ...

Read More »

წლის პირველ ნახევარში, აზერბაიჯანმა ირანიდან 270 მილიონი კუბური მეტრი გაზის იმპორტი განახორციელა

2021 წლის იანვარ-ივნისში აზერბაიჯანმა 268 მილიონ 903.43 ათასი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის იმპორტი განახორცხიელა. აღნიშნულის შესახებ, მთავრობამ „ინტერფაქს-აზერბაიჯანს“ განუცხადა. „მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში, აზერბაიჯანმა 10 მლნ 206.53 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ბუნებრივი აირი შემოიტანა. ჩვენ ვსაუბრობთ აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის მიერ რეგისტრირებულ მოცულობებზე “ – ნათქვამია განცხადებაში. საანგარიშო პერიოდში, გაზის იმპორტის მთლიანი მოცულობა ირანზე მოდის. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ირანიდან ...

Read More »

EIA: ამერიკული გათხევადებული გაზის ექსპორტი კვირაში 18%-ით გაიზარდა

Henry Hub-ის მიერ გამოქვეყნებული ფასების მიხედვით, გათხევადებული ბუნებრივი აირის (LNG) ექსპორტი შეერთებული შტატებიდან გასულ კვირის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. როგორც Report იუწყება, ხსენებულის შესახებ ინფორმაციას offshore-energy.biz ავრცელებს, ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის (EIA) მონაცემებზე დაყრდნობით. აღსანიშნავია, რომ 19-25 აგვისტოს შუალედში, აშშ-ს საექსპორტო ობიექტები გათხევადებული ბუნებრივი აირით დატვირთულმა 18-მა გემმა დატოვა. LNG-ს მატარებლების საერთო სიმძლავრე 67 მილიარდი კუბური ფუტი იყო (1.9 მილიარდი კუბური მეტრი). ...

Read More »

მექსიკის ყურეში ნავთობის მოპოვება ქარიშხალი “იდას” გამო 91%-ით შეჩერდა

მექსიკის ყურეში ნავთობის მოპოვება თითქმის 91%-ით შეჩერებულია ლუიზიანას შტატის სანაპიროზე ქარიშხალი “იდას” მოახლოების გამო. აშშ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროს “სამმართველო უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. შაბათს დილით მექსიკის ყურეში განხორციელდა 279 თანამშრომლის ევაკუაცია 560 ნავთობისა და გაზის მომპოვებელი პლატფორმიდან. თვით პლატფორმებზე მიღებულია უსაფრთხოების ყველა ზომა, რათა გამოირიცხოს ნავთობისა და გაზის გაჟონვის საფრთხე. ...

Read More »

თეირანი ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, ბაიდენის მუქარას პასუხობს

თეირანმა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის მუქარას უპასუხა. ბაიდენმა განაცხადა, რომ ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში „სხვა ვარიანტებიც იქნება განხილული“. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. „ირანის წინააღმდეგ სხვა ვარიანტების გამოყენებაზე საუბარი სხვა ქვეყნის მიმართ უკანონო მუქარას ნიშნავს, რაზეც ირანი შესაბამისად უპასუხებს“, – განაცხადა ირანის უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს პრესმდივანმა ალი შამხანიმ. ჯოზეფ ბაიდენმა ირანის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ნაფტალი ბენეთთან შეხვედრაზე ისაუბრა. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ...

Read More »

ბიტკოინის ფასი სტაბილურობას ინარჩუნებს

CoinDesk-ის მონაცემებით, ბიტკოინის ფასი, მეტნაკლებად, სტაბილურობას ინარჩუნებს. 30 აგვისტოსათვის კრიპტოვალუტის ფასი 1.40%-ით შემცირდა და 47,738 აშშ დოლარი შეადგინა. შედეგად, მისმა კაპიტალიზაციამ 897.52 მილიარდ დოლარს მიაღწია. ყველაზე მაღალი ბიტკოინის ღირებულება მიმდინარე წლის აპრილში იყო. მან მაქსიმალურ ღირებულებას, 64,829.14 აშშ დოლარს მიაღწია. კრიპტოვალუტის ბაზრის საერთო ღირებულებამ 2.157 ტრილიონ დოლარს მიაღწია.

Read More »

ლუიზიანას შტატში, ქარიშხალის გამო, მილიონზე მეტი აბონენტი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

აშშ-ი მეოთხე კატეგორიის ქარიშხალ „იდას“ მსხვერპლი მოჰყვა. გავრცელებული ცნობით, ძლიერმა ქარმა ხე წააქცია, რომელიც ერთ-ერთი მოქალაქის სახლს დაეცა. სტიქიის გამო ლუიზიანას შტატში მილიონზე მეტი სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ელექტროენერგია ახალ ორლეანში არც ერთ მოქალაქეს არ მიეწოდება. ძლიერმა ქარმა ერთ-ერთ საავადმყოფოს სახურავი დაუზიანა, თუმცა პაციენტები არ დაშავებულან. დასავლური მედია წერს, რომ ქარიშხალმა მდინარე მისისიპს დინება შეუცვალა. სტიქიამ მეწყრული ზონების გააქტიურება გამოიწვია. აშშ-ის ...

Read More »

მოსკოვი გაზის სარქველებს „აჟღარუნებს“

ბლუმბერგი იუწყება, რომ რუსეთის გაზის მონოპოლისტმა „გაზპრომმა“ ევროკავშირისთვის გაზის გაყიდვები 2022 წლისთვის მას შემდეგ შეაჩერა, რაც გერმანულმა სასამართლომ უარყო მისი სარჩელი გერმანიის ფედერალური ქსელის სააგენტოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ. გერმანიის გაზის მარეგულირებელმა უარი თქვა, რომ Nord Stream 2-ის მიმართ არ გავრცელდეს ევროკავშირის მესამე ენერგეტიკული პაკეტის ნორმები, რომლებიც უკრძალავს ერთ კომპანიას იყოს როგორც გაზმიმწოდებელი, ასევე, გაზსადენის მფლობელი. „გაზპრომისთვის“ ეს ნიშნავს, რომ ბალტიის ზღვის ...

Read More »