თეირანი ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, ბაიდენის მუქარას პასუხობს

თეირანმა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის მუქარას უპასუხა. ბაიდენმა განაცხადა, რომ ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში „სხვა ვარიანტებიც იქნება განხილული“. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

„ირანის წინააღმდეგ სხვა ვარიანტების გამოყენებაზე საუბარი სხვა ქვეყნის მიმართ უკანონო მუქარას ნიშნავს, რაზეც ირანი შესაბამისად უპასუხებს“, – განაცხადა ირანის უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს პრესმდივანმა ალი შამხანიმ.

ჯოზეფ ბაიდენმა ირანის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ნაფტალი ბენეთთან შეხვედრაზე ისაუბრა. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის დიპლომატიას პრიორიტეტს ანიჭებს, მაგრამ თუ ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკება წარუმატებლად დასრულდა, ის სხვა ვარიანტებსაც განიხილავს.

ატომური ენერგიის საკითხებში გაეროს სადამკვირვებლო ორგანოს წარმომადგენლებმა აგვისტოში განაცხადეს, რომ ირანმა ურანის გამდიდრების პროცესი დააჩქარა და ის სამხედრო ურანთან ძალზე ახლოსაა. ეს დასავლეთთან დაძაბულობას ხელს უწყობს, ვინაიდან ორივე მხარე ბირთვული პროგრამის თაობაზე მოლაპარაკების განახლებას ცდილობს.

Leave a Reply