ბიტკოინის ფასი სტაბილურობას ინარჩუნებს

CoinDesk-ის მონაცემებით, ბიტკოინის ფასი, მეტნაკლებად, სტაბილურობას ინარჩუნებს.

30 აგვისტოსათვის კრიპტოვალუტის ფასი 1.40%-ით შემცირდა და 47,738 აშშ დოლარი შეადგინა.

შედეგად, მისმა კაპიტალიზაციამ 897.52 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ყველაზე მაღალი ბიტკოინის ღირებულება მიმდინარე წლის აპრილში იყო. მან მაქსიმალურ ღირებულებას, 64,829.14 აშშ დოლარს მიაღწია.

კრიპტოვალუტის ბაზრის საერთო ღირებულებამ 2.157 ტრილიონ დოლარს მიაღწია.

Leave a Reply